Загрузка...

ქოლესტერინისა და სისლის წნევის დამარეგულირებელი საშუალება.



ყურძნის ჭამისას უმეტესობა მის წიპწებს არ ყლაპავს და აგდებს, მაგრამ სწორედ ყურძნის წიპწებშია იმ სასარგებლო ნივთიერებათა უმეტესობა, რასაც ყურძენი შეიცავს.
წიპწები შეიცავენ ძლიერ მცენარეულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების განვითარებას, ანელებენ დაბერების პროცესს, ანეიტრალიზებენ გარემომცველი გარემოს აგრესიულ ზემოქმედებას ორგანიზმზე.
იტვირთება...
loading...
ანტიოქსიდანტების გარდა ყურძნის წიპწები შეიცავენ ფიტოესტროგენებს-მცენარეულ ჰორმონს, რომელიც ძალიან სასარგებლოა 45-ს გადაცილებული ქალბატონებისთვის.
მეცნიერებმა მათში ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები აღმოაჩინეს, რომლებიც სიმსივნეს ამცირებენ და მეტასტაზების გავრცელებას ხელს უშლიან. კვლევის თანახმად, რომელიც ლაბორატორიის თაგვებზე ჩატარდა, ყურძნის წიპწებში შემავალი პოლიფენოლი სიმსივნის ზრდას 67%-ით ამცირებს.
წიპწებისგან მიღებული ექსტრაქტი არახელსაყრელ გარემოს ქმნის კიბოს უჯრედების ზრდისა და გავრცელებისთვის, და თუ სიმსივნურ უჯრედს დიდი ხნის განმავლობაში არ შეუძლია გამრავლება ჩვეულ გარემოში-ის იღუპება.
როგორ გამოვიყენოთ ყურძნის წიპწები
აი, ადვილი მეთოდი სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ინგრედიენტები:
1 ჭიქა ყურძნის თესლი
მინის ქილა თავსახურით
სუფთა პირსახოცი
მომზადება:
გარეცხეთ ყურძნის წიპწები და გააშრეთ სუფთა პირსახოცზე. გადაიტანეთ თეფშზე და დააცადეთ გამოშრობა 2-3 დღე. 3 დღის შემდეგ დაფქვით და შეინახეთ მინის ქილაში.გამოყენება:
1 ჭიქა წყალში გაურიეთ 1 ჩ.კ. ფხვნილი, კარგად მოურიეთ და დალიეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, 3 თვის მანძილზე. შემდეგ შეისვენეთ 2 თვით და ისევ გაიმეორეთ კურსი.
ყურძნის წიპწების სპირტიანი ექსტრაქტი ქოლესტერინს ამცირებს, სისხლის წნევას არეგულირებს, სისხლძარღვებს იცავს და ამაგრებს, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ძილს.
წიპწების ფხვნილის და წყლის თანაფარდობა 1:10 გამოიყენება ასევე ქრონიკული ქოლეცისტიტის და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, ასევე როგორც ამოსახველებელი საშუალება.
ყურძნის წიპწები უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი, ამიტომ მათი გადაყრა არ ღირს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ