Загрузка...

რატომაა ძილის დროს ჭარბი ნერწყვის გამოყოფა საგანგაშო სიგნალი



რამდენად ხშირია შემთხვევა, როცა გაღვიძებული აღმოაჩენ, რომ ნერწყვით ბალიში დაგისველებია? თუ ეს დროგამოშვებით ხდება, საგანგაშო არაფერია, მაგრამ თუ ეს პრობლემა გამუდმებით ან ძალზე ხშირად გაწუხებთ, მაშინ შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდეს.
ნერწყვის ჭარბად გამოყოფის მიზეზი ხშირად ესა თუ ის დაავადებაა, ამ გზით ორგანიზმი ჩვენთვის სიგანლის გამოგზავნას ცდილობს და მიგვანიშნებს, რომ რაღაც ისე არაა.

1. სურდო
დავიწყოთ ყველაზე მარტივით და ცხადით. როგორც წესი, სურდოს დროს ნერწყვის დენა ხდება, რადგან ღამით ცხვირი “გაჭედილია", ვერ ვსუნთქავთ და ადამიანი პირით სუნთქვას იწყებს. ღია პირიდან კი ნერწყვის გადმოდინება ხდება. ეს პრობლემა თავისით მოგვარდება, როცა სურდო გაგივლით.
იტვირთება...
loading...

2. პირის ღრუს ინფექცია
ეს შეიძლება იყოს ლორწოვანი გარსის ან ღრძილების ანთება, კარიესი ან პაროდონტოზი. გამრავლებული ბაქტერიები ნერწყვის ჭარბად გამოყოფის პროვოცირებას ახდენენ. ყოველთვის დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა და დროულად მიხედეთ სხვადასხვა პრობლემებს.

3.კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება
ანთება, მომატებული მჟავიანობა, მეტეორიზმი-ეს ყველაფერი ნერწყვის უხვად გამოყოფას იწვევს ღამით. ამ დროს ნერწყვის გამომყოფი სისტემა ერთგვარ დამცავ როლს თამაშობს: ჭარბი ნერწყვი კუჭის მჟავის განეიტრალებას ახდენს. არ ღირს ამ სიმპტომის უგულებელყოფა, რომ შედეგად ქოლეცისტიტი ან პანკრეატიტი არ მივიღოთ.

4.ჰელმინთოზი
დიახ, ეს სწორედ ასეა და სულაც არ გახლავთ მითი. ჰელმინთები კუჭის მჟავიანობაზე ახდენენ გავლენას, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნერწყვის ჭარბად გამოყოფას უწყობს ხელს.ჩააბარეთ ანალიზები.

5.ნერვული სისტემის დაავადებები
ჭარბი ნერწყვდენა შესაძლოა უკავშირდებოდეს ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევას, პარკინსონის დაავადებას ან სამწვერა ნერვის ნევრალგიას. მსგავსი სიმპტომი ახასიათებს ასევე სირინგობულბიას, პოლიომიელიტს და სიმსივნეს.

6.ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ჭარბი ნერწვის გამოყოფა შესაძლოა ენდოკრინული სისტემის პასუხი იყოს რაიმე გამაღიზიანებელზე. შესაძლოა წარმოიშვას სტრესის ან ენდოკრინული დაავადებების ფონზე. ზოგჯერ შაქრიანი დიაბეტის დროსაც აღინიშნება.

ზოგჯერ ღამით ნერწყვის დენა მავნე ჩვევებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. მწეველები და ნარკომანები ძალიან ხშირად იტანჯებიან ამ პრობლემით. ამ დროს გამოსავალი მხოლოდ ერთია-თავი დაანებოთ მავნე ჩვევას.
ზოგჯერ კი ნერწყვდენა იმაზე მიანიშნებს, რომ ღამით ღრმა ძილით გეძინათ, თქვენი სხეული სრულიად მოეშვა და კუნთებზე კონტროლი დაკარგა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ