loading...
ჭიების საწინააღმდეგო საშუალებები, მედიკამენტების გარეშე.
ჯანმრთელობა 12-Sep, 19:51 5 772
+1

ჰელმინთები არიან მცირე ზომის ორგანიზმები, რომლებიც პარაზიტულად ცხოვრობენ ადამიანის ან ცხოველის სხეულში და მის ხარჯზე იკვებებიან და მრავლდებიან. ზომის მიხედვით ისინი მერყეობენ ერთუჯრედიანი არსებიდან 12 მეტრის სიგრძის ბრტყელ ჭიამდე (სოლიტერი). მიუხედავად მათი სიმცირისა, ჯანმრთელობისათვის ყველა მათგანი საშიშია.
პარაზიტებით დაავადება ყველაზე ხშირად ხდება საკვებითა და წყლით. განსაკუთრებით საშიშია ისეთი საკვები, როგორიცაა უმი ხორცი, თევზეული (სუში), ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი. თუკი ისინი არ სუფთავდება სათანადოდ, ყოველთვის არის ჰელმინთების ორგანიზმში მოხვედრის რისკი. გარდა ამისა, პარაზიტი ცოცხალ ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს მწერის ნაკბენითაც (მალარია). ამიტომ მნიშვნელოვანია მწერებისაგან თავის დაცვა.
მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 85%-ში მინიმუმ ერთი სახეობის პარაზიტი მაინც არსებობს; თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ სტატისტიკა ბევრად მაღალია.
პარაზიტებით დასნებოვნების რისკის ქვეშ არის ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი საცხოვრებელი ადგილისა და პირობების. მაგრამ ისეთ ადამიანებში, რომლებსაც დაბალი იმუნიტეტი ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ, ინფიცირების რისკი ბევრად მაღალია.

როგორ მოქმედებენ ორგანიზმზე პარაზიტები?
ყველაზე უფრო ხშირად პარაზიტები არსებობენ კუჭ-ნაწლავის სისტემაში. თუმცა ამის გარდა ისინი შეიძლება არსებობდნენ სისხლში, ნერვულ სისტემაში (მათ შორის თავის ტვინში), შინაგან ორგანოებში, თვალში, კანში და ა.შ. თავდაპირველად, პარაზიტები აზიანებენ იმ გარემოს (ქსოვილებსა და ორგანოებს), სადაც ცხოვრობენ. შემდეგ იწყებენ ცოცხალი ორგანიზმისთვის განკუთვნილი საკვები ნივთერებების მითვისებას, რაც იწვევს მალნუტრიციას ანუ საკვები ნივთიერებების დეფიციტს ორგანიზმში. ამას მოსდევს პარაზიტების მიერ ტოქსინების გამოყოფა. ეს არის მომწამვლელი ნივთიერებები, რომელიც საზიანოა ცოცხალი ორგანიზმისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ღებინება, მაღალი ტემპერატურა, ალერგიული რეაქციები და სხვ. ამ მდგომარეობას ექიმები ახასიათებენ როგორც ორმაგი ზიანის პერიოდს - პირველი, რადგან ართმევს მასპინძელს საკვებს და მეორე, ასუსტებს მას ტოქსინებით.
და ბოლოს, აღსანიშნავია რომ პარაზიტები ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ცნობილია, რომ ასკარიდას შეუძლია 24 სთ-ის მანძილზე 2 მილიონამდე კვერცხი დადოს. არც ერთ სხვა ცოცხალ ორგანიზმს ასე სწრაფად გამრავლება არ შეუძლია.

სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ჰელმინთებს
სამწუხაროდ, მათ აღმოსაჩენად არ არსებობს რაიმე კონკრეტული მახასიათებელი სიმპტომი. პარაზიტებს შეუძლით გამოიწვიონ მდგომარეობები, რომელიც ხშირად ძალიან ჰგავს სხვა დაავადებებს. თუმცა რამოდენიმე სიმპტომის ერთად არსებობა ექიმებს აძლევთ საშუალებას სწორად დასვან დიაგნოზი. ეს სიმპტომებია:
  • დიარეა ან შეკრულობა;
  • შებერილობა და კრუნჩხვები მუცლის ღრუში;
  • ქავილი ცხვირის, პირისა და განსაკუთრებით, ანუსის (სწორი ნაწლავის დაბოლოება) გარშემო;
  • კანის მუდმივი პრობლემები - აკნე, ფსოარიაზი, დერმატიტი და სხვ;
  • თვალების ქვეშ მუქი წრეები;
  • ენერგიის ნაკლებობა;
  • ძილში შფოთვა;
  • კუნთების კრუნჩხვა და სახსრების ტკივილი;
  • ხშირი ალერგიული რეაქციები;
  • კაცებში - ერექციული დისფუნქციები, ქალებში - დარღვეული მენსტრუალური ციკლი;
  • ნახევარფაბრიკატების და რაფინირებული შაქრების ჭამის ძლიერი სურვილი;
  • ხშირად განმეორებად სოკოვანი ინფექციები, განსაკუთრებით კანდიდა;
  • მადის დაკარგვა ან მუდმივად შიმშილის გრძნობა;
  • სუნთქვის პრობლემები;
  • რკინა-დეფიციტური ანემია;
თუ ამ სიმპტომებიდან რამდენიმე ერთად აღინიშნება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
არსებობს ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების ფართო არჩევანი, რომლებიც გამოიყენება პარაზიტებისგან დასაცავად. ყველა მათგანი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე პრევენციის მიზნით. ესენია:

  • ნიორი - ეს მცენარე შეიცავს ალიცინს, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 20 სახეობის ბაქტერია და 60-მდე სახეობის სოკო გაანადგუროს. მას ასევე აქვს ძლიერი ანტივირუსული მოქმედება. ნიორი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიპარაზიტული საშუალება, რომელიც ცნობილია ტრადიციულ მედიცინაში.
  • პაპაიას ფერმენტი - ესაა ერთ-ერთი ხილი, რომლის მიღებასაც ექიმები ურჩევენ პარაზიტების საწინააღმდეგოდ. პაპაიას ფერმენტი ჰელმინთებს გამოდევნის ორგანიზმიდან.
  • გოგრის თესლის ზეთი - მის შემადგენლობაში ბუნებრივად არსებობს ცხიმი, რომელსაც შეუძლია ნაწლავის კედელზე მიმაგრებული პარაზიტებისა და კვერცხების მოშორება. საუკეთესო შედეგისთვის იღებენ გოგრის მოუხალავ თესლს.
  • კურკუმა - ეს არის მცენარე, რომლის სასარგებლო თვისებებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ამოუწურავია. კურკუმას აქვს პარაზიტების გამოდევნის უნარი.
  • ჯინჯერი - ჯინჯერსაც, კუკრუმას მსგავსად, მრავალი დადებითი ზემოქმედება ახასიათებს ორგანიზმზე. მაგრამ საუკეთესოა გულისრევის წინააღმდეგ, რომელსაც იწვევს პარაზიტი (ვინაიდან გამოყოფს ტოქსნის, რომელიც ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის).
  • ანანასის ფერმენტი - პაპაიას მსგავსად, ანანასის შემადგენლობაშიც არის ფერმენტი (ბრომელაინი), რომელიც ასევე გამოდევნის ჰელმინთების სხეულიდან.
  • კამის ჩაი - კამას აქვს მცირედ საფაღარათო მოქმედება. კარგად გამოიყენება ისეთ მცენარეებთან, რომლებიც ხელს უშლიან ნაწლავის კედელზე პარაზიტის და კვერცხის მიმაგრებას (მაგალითად, გოგრის თესლი, მზესუმზირის თესლი).
  • მეთილსულფონილმეთანი - ეს არის გოგირდის ნაერთი, რომელიც ადამიანის სხეულში ბუნებრივად არსებობს. თუმცა ზოგიერთი მიზეზით შეიძლება მისი დონე შემცირდეს ორგანიზმში და ასეთ დროს პარაზიტები უფრო მარტივად მრავლდება.
  • პრიალა თელა - ეს მცენარე დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს საკვების სწორად გადამუშავებასა და მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობაში. პრიალა თელა ხელს უწყობს სხეულიდან ჰელმინთების გამოდევნას.
  • უჯრედისის შემცველი მცენარეები - პრიალა თელას მსგავსად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მცენარეები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს.
  • პროპოლისი - პროპოლისს აქვს ანტიმიკრობული მოქმედება. კარგად გამოიყენება გიარდიას საწინააღმდეგოდ როგორც უფროსებში, ასევე პატარებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პაარაზიტი ადამიანის ორგანიზმისთვის.
  • პრობიოტიკები - და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროორგანიზმები ადამიანის სხეულში. ეს არის ცოცხალი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის პათოგენების გამრავლებას და აძლიერებს იმუნიტეტს. საციცოხლოდ მნიშვნელოვანია მათი შესაბამისი რაოდენობით არსებობა ადამიანის ორგანიზმში.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...