Загрузка...

რატომ არის საშიში D ვიტამინის დეფიციტი? აუცილებლად უნდა იცოდეთ!



თუ ჩვენს ორგანიზმს ვიტამინები აკლია, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზეც ისახება. D ვიტამინი, სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, თითქმის არ გვხვდება საკვებში, ის ჩვენს კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად გამომუშავდება. თუ გავითვალისწინებთ რა დროს ვატარებთ გარეთ, მზეზე, და რამდენად ხშირად გვაქვს მზიანი ამინდები, გამოდის, რომ ვიტამინი D-ს დეფიციტი არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა.ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ ამოვიცნოთ D ვიტამინის ნაკლებობა და როგორ შევივსოთ ორგანიზმში მისი მარაგი.
ვიტამინ D-ს დეფიციტი სერიოზულ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელიც ხელს უშლის საკვებიდან ფოსფორის და კალციუმის შეთვისებას. საბოლოოდ, ეს ჯანმრთელი ძვლების ფორმირების პროცესის დარღვევას იწვევს, უარესდება ჰორმონალური რეგულაცია, იმუნური და ნერვული სისტემების მუშაობა, ორგანიზმის დამცველობითი უნარი სხვადასხვა ანთებითი პროცესების მიმართ-კლებულობს. გარდა ამისა, ვიტამინ D-ს დეფიციტი შესაძლოა სიმსუქნის და ჰორმონალური დისბალანსის მიზეზი გახდეს.
იტვირთება...
loading...
ამ ავიტამინოზმა საბოლოოდ შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. ავიტამინოზის სიმპტომები განსხვავდებიან ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებებიდან და ელემენტის დეფიციტის ხარისხიდან გამომდინარე.
თავიდან, ავიტამინოზს არავითარი სიმპტომები არ გააჩნია, როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში. დროთა განმავლობაში კი ბავშვებში რაქიტი, ხოლო მოზარდებში ძვლების დარბილება შეიძლება განვითარდეს.
D ვიტამინის დეფიციტი სერიოზული პრობლემაა, მისი ხანგრძლივი დეფიციტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს და ზრდის კიბოს განვითარების რისკს.
მოდი, გავერკვეთ, როდის გვაქვს შეშფოთების საფუძველი და როდის უნდა ვიფიქროთ სისხლის ანალიზის ჩაბარებაზე.
1.ხშირი ინფექციები
ჩვენი იმუნიტეტი ბევრ რამეში ვიტამინ D-ზეა დამოკიდებული. მისი ნაკლებობის დროს იმუნური უჯრედები სათანადოდ ვერ რეაგირებენ ინფექციებზე. ამასთან, ეს ვიტამინი გავლენას ახდენს როგორც თანდაყოლილ, ისე შეძენილ იმუნიტეტზე.

2.უხალისო, ცუდი განწყობა
ვიტამინი D მთავარ როლს თამაშობს სეროტონინის საჭირო დონის შენარჩუნებაში. თუ ის არასაკმარისია, ადამიანი მოშვებულია, მოდუნებული, ცუდი განწყობა აქვს და ზოგჯერ დეპრესიაც კი აღენიშნება. ბოლო კვლევები ვიტამინ D-სა და სეზონურ დეპრესიებს შორის პირდაპირ კავშირს ადასტურებენ.

3.ქრონიკული დაღლილობა
D ვიტამინის წყალობით საკვები ენერგიად გარდაიქმნება.თუადამიანი გამუდმებულ დაღლილობას გრძნობს, ეს შესაძლოა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი საკვებიდან საკვებ ნივთიერებებს ვერ ითვისებს. ეს შესაძლოა D ვიტამინის დეფიციტს უკავშირდებოდეს. თუ გამუდმებული დაღლილობა გაწუხებთ, ექიმს უნდა მიმართოთ.

4.სუსტი ძვლები
D ვიტამინი ორგანიზმში ფოსფორის და კალციუმის დონის დასარეგულირებლადაცაა საჭირო, რომლებიც თავის მხრივ ჯანმრთელ კბილებსა და მაგარ ძვლებზე აგებენ პასუხს. როგორც კვლევები გვაჩვენებენ, D ვიტამინის ნორმალური დონე ოსტეომალაციის (ძვლების დარბილება) და ოსტეოპოროზის განვითარებას უშლის ხელს. თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ და სუსტი ძვლები გაქვთ, ეს უკვე ნიშანია, რომ ექიმს მიმართოთ.

5.კუნთების ტკივილი
D ვიტამინი კუნთების ფუნქციონირებაზეც აგებს პასუხს. თუ კუნთები უმიზეზოდ გეკრუნჩხებათ და გტკივათ, ეს შესაძლოა ავიტამინოზის ბრალი იყოს. საქმე ისაა, რომ უჯრედებში მოხვედრისას D ვიტამინი კუნთების შეკუმშვის სიხშირეს აძლიერებს, რაც მათ უფრო ძლიერს და ელასტიურს ხდის, ეს კი თავის მხრივ მათ დაზიანებებისგან იცავს.
D ვიტამინის დეფიციტის მთავარი მიზეზი მაინც მზის სხივების ნაკლებობა და მზისგან დამცავი კრემების გამოყენებაა. ის შესაძლოა ასევე კვების რაციონში რძის პროდუქტების, ღვიძლის, კვერცხის და ცხიმიანი თევზის დეფიციტის შემთხვევაშიც განვითარდეს.
როგორ შევავსოთ მისი დეფიციტი? ადამიანთა უმრავლესობისთვის საკმარისია მზეზე ყოფნა15-20 წუთით, მზისგან დამცავი კრემების გარეშე.
მეორე ვარიანტია კვების რაციონის გადახედვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მზეზე ყოფნის დროს მიღებული ვიტამინის რაოდენობას ვერ შეედრება, მისი დამატებითი სახით გამოყენება ცუდი ნამდვილად არ იქნება.
ჩართეთ რაციონში ცხიმიანი თევზეული, კვერცხი, ყველი, რძის სხვა პროდუქტები, ღვიძლი და ბურღულეული.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ