Загрузка...

როგორ ვუმკურნალოთ წელის ტკივილს სწრაფად და ეფექტურად, ხალხური მედიცინა გვირჩევს.



წელის ტკივილი, თამამად შეიძლება ითქვას, დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომთა შორის ერთპიროვნული ლიდერია. დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. ამის შემდეგ, ყველას გვიჩნდება შემდეგი კითხვები: როგორ ვუშველოთ წელის ტკივილებს? აუცილებელია თუ არა მივმართოთ ექიმს?


იტვირთება...
loading...



პირველ რიგში მინდა გითრათ, რომ ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუმცა წელის ტკივილების თავიდან მოსაცილებლად არსებობს ბუნებრივი ხერხებიც, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ!



წელის ტკივილს იწვევს:
* მემკვიდრეობითი განწყობა
* გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა
* წონის მატება
* ორსულობა, მშობიარობა
* ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
* ნივთის უკონტროლოდ გადაადგილება
* კუნთების სპაზმი
* შეშუპება და დარღვევა ხერხემლის დისკებზე
* კალციფიკაცია
* ძილის დარღვევა

როგორ ვუშველოთ წელის ტკივილს?
როგორც ზემოთ ვახსენეთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, მაგრამ თუ გსურთ ბუნებრივი მეთოდებით განკურნება, მაშინ დღევანდელი ჩვენი სტატია საკმარისად დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.


კომბოსტოს ფოთლები


კომბოსტოს ფოთლები ანტიკური პერიოდიდანვე საუკეთესო ტკვილგამაყუჩებელი ითვლება. ეს სასწაულმოქმედი საკვები პროდუქტი, წელის ტკივილების წინააღმდეგაც საკმაოდ ეფექტურია.
კომბოსტოს ფოთლები ჩაყარეთ ქვაბში და მოხარშეთ, შემდეგ კარგად დაწურეთ, მოხარშული ფოთლები კომპრესის სახით დაიდეთ წელის იმ არეში, სადაც ტკივილს გრძნობთ. ნახევარი საათი საკმარისია ამ მითითების შესასრულებლად.



კოჭა


კოჭა, როგორც ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი მასალა, წელის ტკივილების საწინააღმდეგოდაც ეფექტურია. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ კოჭას ფესვების მოხარშვა და შემდეგ კომპრესის სახით, ტკივილის არეში წაისვით.



აბუსალათინის ზეთი


აბუსალათინის ზეთი - იგივე ინდური ზეთი, უძველესი დროიდანვე გამოიყენება სხვადასხვა ძვლოვანი დაავადებების წინააღმდეგ. რეკომენდებულია ასევე წელის ტკივილების დროსაც. ამისთვის საკმარისია, ერთი კოვზი ინდური ზეთი ცოტა გაათბოთ და შემდეგ 5 წუთიანი აბუსალათინის ზეთის მასაჟი გაიკეთოთ წელის იმ არეში, სადაც ტკივილი გაწუხებთ. 5 წუთის შემდეგ, ასევე ნელ-თბილი წყლით გადაივლეთ წელის ის ნაწილი, სადაც მასაჟს გაიკეთებთ!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ