Загрузка...

ბოსტნეული, რომელიც დაავადებებს თავიდან აგვაცილებს, ხალხური მედიცინისგან.



სამკურნალო მცენარეების ათასობით სახეობა არსებობს, თუმცა ბოსტნეულებიდან ყველაზე გამორჩეული მაინც ნიახურია, რომელსაც სხვადასხვა სამკურნალო თვისებები აქვს.
იტვირთება...
loading...
ბოსტნეული, რომლითაც შესაძლებელია თავიდან ავიშოროთ პოლინოზი.პროცედურა კი შემდეგნაირად უნდა დავიცვათ:
ავიღოთ 1 კილოგრამი ნიახურის მსხვილი და წვნიანი ღეროები და გამოვწუროთ, რომ ერთი ჩაის ჭიქა წვენი მივიღოთ.წამლის სახით წვენის მიღებას ვიწყებთ 1 ჩ/კ - ით დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.წვენის მიღების პროცედურა თანდათან უნდა გავზარდოთ.

მეცნიერული კვლევის შედეგად დადასტურებულია, რომ ნიახური კურნავს როგორც თირკმელებს, აგრეთვე სახსრებსაც.ამ ბოსტნეულის დადებით თვისებებზე ხალხურ მედიცინაშიც ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან წერდნენ. მისი მოხმარება საუკეთესოა თირკმლის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.კარგია ასევე ნიახურის ფესვებით მკურნალობა.
საჭიროა 2 სუფრის კოვზ გამხმარ და დაქუცმაცებულ ნიახურის ფესვს 2 სუფრის კოვზი ვირისძუა ბალახი - ისიც ასევე გამხმარი და დაქუცმაცებული შევურიოთ და დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა გადადუღებული ცივი წყალი, გავაჩეროთ 3 საათი მინის ქილაში, შემდეგ კი გავწუროთ.მიღებული წვენი უნდა მივიღოთ დღეში სამჯერ ჭამამდე ერთი მესამედი (1/3 ) ჭიქის ოდენობით. ნაყენს აქვს მსუბუქი შარდმდენის მოქმედების თვისება, რომელიც შესანიშნავად არეგულირებს წყალმარილოვან ცვლას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ