Загрузка...

ენდომეტრიოზი


საშვილოსნოშიგნიდან დაფარულია ქსოვილით, რომელსაც ენდომეტრია ეწოდება. როგორც წესი ეს ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ არ იზრდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის საკვერხეებშიც და მილებშიც იზრდება, ასევე ნაწლავებსა და შარდის ბუშტშიც.  ასეთ მდგომარეობას ენდომეტრიოზი ეწოდება. მენსტრუაციის დროს ენდომეტრიის ფენა საშვილოსნოს კედლისგან „ჩამოიფცქვნება“ და მენსტრუაციულ გამონადენთან ერთად საშოდან გამოდის. ენდომეტრიის ფენა კი რომლიც საშვილოსნოს გარეთ იმყოფება გამონადენით ვერ ირეცხება და შესაბამისად განახლებას ვერ ექვემდებარება. ამის გამო ქალის ორგანიზმში ყალიბდება სხვადასხვა ტიპის კისტები, შეხორცებები და სხვა დაზიანებები. ზოგიერთ ქალს ენდომეტრიოზის გამო ტკივილი არ აწუხებს, ზოგს კი ძლიერი ტკივილები აქვს მენსტრუაციის დროს ან მენსტრუაციის მოსვლამდე.  როგორც წესი ენდომეტრიოზის ნიშნები მენოპაუზის შემდგე ქრება.
იტვირთება...
loading...
როგორ ჩნდება ენდომეტრიოზი?
ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები აქამდე უცნობია, და არ არსებობს მისი მკურნალობის ჩამოყალიბებული მკურნალობის კურსი. ენდომეტრიოზით რეპროდუქციული ასაკის ქალების 1-15 % იტანჯება. მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს თუ რა ახდენს ამ სენის პროვოცირებას.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით მენსტრუაციულ გამონადენში არსებული ენდომეტრიის ქსოვილები მილების საშუალებით ხვდებიან მუცლის ღრუში და იქ იწყებენ გაზრდას.  სხვები ფიქრობენ, ასეთი პროცესი შეიძლება ნებისმიერი ქალის შემთხვევაში მოხდეს, მაგრამ მათ ნაწილს კარგი იმუნური სისტემა აქვთ რომელიც უადგილოდ განვითარებულ ენდომეტრიის ქსოვილებს სპობს.
ენდომეტრიოზის სიმპტომები
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქალის ორგანიზმში ეს დაავადება მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ზოგიერთი ქალი კი ენდომეტრიოზისგან სერიოზულ დისკომფორტს განიცდიან. დაავადების სიმძიმე განისაღვრება იმით თუ რა ადგილას არის განვითარებული ზედმეტი ქსოვილი, რა სიღრმეში შეაღწია სხვა ქსოვილებში და რამდენი ხანია მიმდინარეობს ეს დაავადება.
ენდომეტრიოზის ტიპიური სიმპტომები
·მუცლის ქრონიკული ტკივილი
·ტკივილი მენსტრუაციის დროს
·ტკივილის სქესობრივი აქტის დროს
·ჩასახვის პრობლემები
·ტკივილი ოვულაციის დროს
·არასტანდარტული და უხვი გამონადენი მენსტრუაციის დროს, მენსტრუაციის დაწყებამდე მცირე სისხლისმაგვარი გამონადენი
·მენსტრუაციის დროს კუჭნაწლავის პრობლემები - შეკრულობა, აშლილობა, ტკივილი კუჭში გასვლისას და სხვა უსიამოვნობები
·ხშირი და მტკივნეული შარდვა მენსტრუაციის პერიოდში
·დაღლილობა
დიაგნოზის დასმა
ექიმი თქვენი ჩივილების მოსმენის შემდეგ დანიშნავს გამოკლევებს, რომლებიც გამოავლენს კისტას, ქსოვილების სისქისა და სითხელის დონეს. ამ შემთხვევაში გამოკვლევების ჩატარება მენსტრუაციის პერიოდში უფროა სასურველი.  დიაგნოზს სვამს შესაბამისი სპეციალისტი, ანამნეზის შეგროვების, ფიზიკალური კვლევებისა და რიგი ინტრუნეტულ-ლაბორატორიული (ვაგინალური გამოკვლევა, საშოს სარკეების გამოყენება, ულტრაბგერითი გამოკვლევა, რექტალური გამოკვლევა, კოლპოსკოპია, ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია, ხშირად საჭირო ხდება ბიოპსიაც. დღესდღეობით ენდომეტრიოზის სამკურნალო ყველაზე ეფექტური საშუალებაა მისი მოცილება ორგანოშემანარჩუნებელი, ან რადიკალური ოპრაციით.
შეუძლია თუ არა ენდომეტრიოზს უშვილობის გამოწვევა?
ენდომეტრიოზს დროს შეიძლება განვითარდეს ფალოპის მილების გაუმტარობა და საკვერცხეების კისტა. ფალოპის მილების შეხორცების განვითარება 17% ენდომეტრიოზის ბრალია, რაც ჩასახვას ხელს უშლის. თუმცა ენდომეტრიოზის რთული ფორმის დროსაც ტოველთვის რჩება ბუნებრივი გზით დაორსულების შანსი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა გავლენა მოახდინა დაავადებან ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე და რა დონეზეა ის ქსოვილებში შეზრდილი. თუ თქვენ ენდომეტრიოზი გაქვთ და არ გამოგდისთ დაორსულება მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ რაც უფრო ადრე მიაკითხავთ სპეციალისტს მით უფრო მეტი შანსია ჯანმრთელი ბავშვი დაბადოთ.  
აკუშერ-გინეკოლოგი ლაპორასკოპიის ჩატარების მიმართვას მოგცემთ, რათა გაირკვეს რამდენად გაქვთ საკვერხე და მილები დაზიანებული. ასევე თქვენ შეიძლება დაგინიშნონ მცირე მენჯის ორგანოების ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა. თუ ენდომეტრიოზი მსუბუქი ფორმისაა ექიმა შეიძლება მკურნალობის 6-12 თვით გადადება გირჩიოთ, რათა ბუნებრივი გზით სცადოთ ბავშვის ჩასახვა. თუ თქვენ დიაგნოსტიკური ლაპორასკოპია დაგენიშნათ, ექიმი გამოკვლევების ჩატარების პერიოდში შეგთავაზებთ მკურნალობის გზებს. დიაგნოსტიკური ოპერაციის დროს ენდომეტრიოზის კერა შორდება ლაზერის ან ქირურგიული ინსტრუმენტის საშუალებით. ზოგირთ წყვილს სთავაზობენ ხელოვნური განაყოფიერების ჩატარებას თუ ოპერაციის შემდგე ბავშვის ჩასახვა ვერ ხდება ერთი წლის განმავლობაში.  ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად საშვილოს შიდა ინსემინაციის ექვს ცდას სთავაზობენ. თუ არც ქირურგიულმა ჩარევამ და არც საშვილოსნოს შიდა ინსემინაციამ გამოიღო შედეგი ექიმი თქვენ გარე განაყოფიერებას შემგთავაზებთIVF (in vitro fertilisation). ეს მეთოდი ეფექტურია ქალთა 25% -ის შემთხვევაში.
თუ თქვენ გაქვთ ენდომეტრიოზი და თქვენ ამავდროულად ცდილობთ დაორსულებას თქვენ არ დაგენიშნებათ მედიკამენტური მკურნალობა, რადგან თუ მათი მიღების დროს დაორსულდებით მათ ნაყოფზე შეიძლება ცუდად იმოქმედონ. ენდომეტრიოზის სამკურნალო მედიკამენტები ბლოკავს ოვულაციის პროცესს, ამიტომ დაორსულების შემთხვევაში მათი მიღება არ შეიძლება. ამ წამლებიდან გამონაკლის წარმოაფგენს გონადოტროპინი, რომელიც ოვულაციის ხელშემწყობ ჰორმონს აფერხებს. არსებული მონაცემებით ამ პრეპარატით 6 - თვიანი მკურნალობის შემდგე ბავშვის ჩასახვა უფრო ადვილად ხდება.
ენდომეტრიოზისმკურნალობათუთქვენარაპირებთბავშვისგაჩენას
თუ თქვენ არ აპირებთ ბავშვის გაჩენას და თქვენ ენდომეტრიოზის დაავადება უსიმპტომოდ გაქვთ მაშინ ექიმი მკურნალობის გარეშე უბრალოდ თვალს ადევნებს ავადმყოფობის მსვლელობას. ენდომეტრიოზი თავისით ქრება მენოპაუზის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ მენსტრუაციის დროს თქვენ მსუბუქ დისკომფორტს განიცდით გამოიყენეთ ჩვეულებრივი ტკივილგამაუჩებელი პრეპარატები. ენდომეტრიოზის სიმპტომებიას არაქირურგიული მეთოდით კონტროლი შესაძლებელია ორალური კონტაცეპტივით, პროგესტერონის პრეპარატებით და სხვა. მათი მიღების შემთხვევაში თქვენ აჩერებთ ოვულაციას და თქვენ აღარ გაქვთ გამონადენი. ეს კი ხელს უშლის ახალი, კისტების, შეხორცებების გაჩენას. თუ თქვენ ენდომეტრიოზის რთული ფორმა გაქვთ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა და მათი მოცილება, დაავადების საგანგაშოების დროს კი შეიძლება სრულიად ამოიკვეთოს საშვილოსნო, საკვერცხეები და მილები.
აღსანიშნავია, რომ ენდომეტრიოზის როგორც მედიკამენტური ასევე ქირურგიული მკურნალობა მხოლოდ ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს და ბოლომდე არ კურნავს მას. ასევე სასვებით დასაშვებია ამ ავადმყოფობის თავიდან განმეორებაც. 
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ