Загрузка...

მეჭეჭების მოსაშორებელი რამდენიმე ხერხი: არაერთხელ ნაცადი და ეფექტური ხალხური საშუალებები


მეჭეჭი შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილზე წარმოიქმნას. რამდენიმე ხალხური საშუალება, რომლებსაც შეუძლიათ  მეჭეჭის მარტივად მოცილება.
იტვირთება...
loading...
რაც მთავარია ყოველი რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არ გააჩნიათ უკუჩვენებები.
რეცეპტი 1.
ბამბის დისკი დაასველეთ ვაშლის ძმარში და წაისვით მეჭეჭზე. ძმარი მეჭეჭზე გაიჩერეთ, რათა ბუნებრივად გაშრეს.
პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 3-ჯერ, 10 დღის განმავლობაში.
რეცეპტი 2.
1 ს.კ. საკვები სოდა დაუმატეთ 1,5 ს.კ. აბუსალათინის ზეთს. ინგრედიენტებს  კარგად მოურიეთ, წაისვით მეჭეჭზე და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.
დროის გასვლის შემდეგ ნარევი მოიშორეთ თბილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ დღეში, 10-15 დღის განმავლობაში.
რეცეპტი 3.
4-5 ს.კ. წყალს დაუმატეთ 2-3 წვეთი  ჩაის ხის ეთერზეთი, ხოლო შემდეგ ნარევს კარგად მოურიეთ და მასში დასველებული ბამბა წაისვით მეჭეჭზე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ, 1 თვის განმავლობაში.
რეცეპტი 4.
ბამბა დაასველეთ ლიმონის წვენში, წაისვით მეჭეჭზე და დააცადეთ ბუნებრივად გაშრობა. პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ, რამდენიმე დღის განმავლობაში.
შენიშვნა: ლიმონის წვენმა შესაძლოა კანის ფერი შეცვალოს. ასევე, მკურნალობის პროცესში მოერიდეთ მზის სხივებს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ