Загрузка...

რა იწვევს იმუნიტეტის ნგრევას


ექიმები თვლიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმუნური სისტემის რამდენიმე აშკარა მტერი გვხვდება. იმუნიტეტი ერთგვარ წინსვლის თამაშს წარმოადგენს, სადაც დაავადებას ერთი ნაბიჯით წინ უსწრებთ. მას თავისი მკაცრი წესები აქვს, მაგალითად, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, ხარისხიანი ძილი და ა.შ.მეცნიერები ირწმუნებიან, რომ იმუნურ სისტემას არასდროს ძინავს: ის მუდმივად ვირუსების და ბაქტერიების მოგერიებაშია, ამით დაინფიცირების რისკს ამცირებს. იმუნიტეტის რამდენიმე მტერი არსებობს, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ.არასწორი რაციონი შეუზღუდავი რაოდენობით მიღებული შოკოლადი, ჩიფსი, კარტოფილი ფრი, სწრაფი კვების პროდუქტები და შაქარი მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. იმუნური სისტემის მუშაობა ირღვევა და ადამიანი ბაქტერიების და ვირუსების მიმართ დაუცველი ხდება. ბონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რამაც ეს ფაქტი დაადასტურა.კვლევის მონაცემებით, იმუნური სისტემა კალორიების და ცხიმების დიდი შემცველობის მქონე პროდუქტებზე ისე რეაგირებს, როგორც ინფექციებზე. ეს რეაქცია ნეგატიურ შედეგებს იწვევს, მაგალითად, მე-2 ტიპის დიაბეტის და სისხლძარღვების დაავადების სწრაფი განვითარება.
იტვირთება...
loading...

ცივი ფეხები გაყინულ ფეხებზე ორგანიზმი თავისებურად მოქმედებს - ის ცდილობს სხეული შემდგომი სითბოს დაკარგვისგან დაიცვას, შედეგად ყველა სისხლძარღვები ვიწროვდება.შედეგად, ლორწოვანი გარსები, რომლებიც ორგანიზმის დასაცავად არის საჭირო, საჭირო რაოდენობის სისხლს და ჟანგბადს ვერ იღებენ. მშრალი და ცივი ლორწოვანი გარსის გამო ორგანიზმში დაავადების გამომწვევი ვირუსები ადვილად ხვდება.
არასაკმარისი ან მშფოთვარე ძილი ღამის ძილის დროს ორგანიზმი დაძაბული დღის შემდეგ გაძლიერებულ აღდგენას იწყებს. ჯანმრთელი რომ იყოთ, მინიმუმ 8 საათი უნდა დაიძინოთ. რეგულარულად 6 საათზე ნაკლები ძილი გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.უამრავმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მუდმივად არასაკმარისი ძილი ანტისხეულების წარმოქმნის ალბათობას ამცირებს, რაც იმუნური სისტემის დასაცავად არის საჭირო.

თამბაქოს მოწევა ნიკოტინის ზიანის შესახებ ბავშვებმაც კი იციან, თუმცა მწეველების რაოდენობა ძალიან ნელი ტემპით მცირდება. მოწევა კი იმუნური სისტემისთვის ძალიან სახიფათოა. თამბაქოს კვამლის სუნთქვა გამოჯანმრთელების პერიოდს ზრდის და სურდოს დროს დაავადების სიმძიმეს აძლიერებს - ირწმუნებიან მეცნიერები.
სტრესული სიტუაციები სამწუხაროდ, ამ თანამედროვე ცხოვრებაში სტრესის აცილება შეუძლებელია, მთავარია, რომ მან ქრონიკული ფორმა არ მიიღოს. კვლევებმა დაამტკიცა, რომ გახანგრძლივებული სტრესი პათოგენებისგან დაცვაზე გავლენას ახდენს. ექიმები ირწმუნებიან, რომ მუდმივად სტრესის დროს პროფილაქტიკური ზომებიც კი ცუდად მოქმედებს.
სპირტიანი სასმელები შესაძლოა, არ იცით, რომ ალკოჰოლი იმუნურ სისტემას ასუსტებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალკოჰოლის მიღებიდან რამდენიმე საათში ორგანიზმში იმუნური უჯრედების და მკვლელი უჯრედების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ