Загрузка...

ჰეპატიტი A B C D E


რა არის ჰეპატიტი?

ჰეპატიტი ეწოდება ღვიძლის ანთებას, იგი ჩვეულებრივ გამოწვეულია ვირუსული ინფექციებით, თუმცა არსებობს ჰეპატიტის სხვა შესაძლო გამომწვევებიც. მაგალითად: ავტოიმუნური ჰეპატიტი და მედიკამენტებით, ნარკოტიკებით, ტოქსინებითა და ალკოჰოლით გამოწვეული ჰეპატიტი. ავტოიმუნური ჰეპატიტი არის დაავადება როდესაც ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს საკუთარი ღვიძლის წინააღმდეგ.ღვიძლი მდებარეობს მუცლს ღრუს ზედა მარჯვენა მხარეს, იგი ბევრ აუცილებელ ფუნქციას ასრულებს:
►ნაღვლის წვენის პროდუქციას რომელიც აუცილებელია საჭმლის მოსანელებლად►სხეულში ფილტრავს ტოქსინებს►შლის ნახშირწყლებს, ცილებსა და ცხიმებს►ააქტიურებს ფერმენტებს რომლებიც სპეციალური ცილები არიან და აუცილებელია ორგანიზმისათვის►ღვიძლში მარაგდება გლიკოგენი, მინერალები და ვიტამინები (A, D, E, და K)►ასინთეზირებს სისხლის ცილებს, როგორიცაა ალბუმინი►ასინთეზირებს სისხლის შესადედებლად აუცილებენ ნივთიერებას

ვირუსული ჰეპატიტის 5 ტიპი

ღვიძლის ვირუსული ჰეპატიტებია : A, B, C, D, E, და D ჰეპატიტები.A ჰეპატიტი არის ყოველთვის მწვავე, (მოკლე ვადიანი) დაავადება, მაშინ როცა B, C, და D ჰეპატიტი უმეტესად ქრონიკულია. E ჰეპატიტი ჩვეულებრივ მოკლე ვადიანი დაავადებაა მაგრამ სახიფათოა ორსულებისათვის.

A ჰეპატიტი (ბოტკინი)

A ჰეპატიტს იწვევს A ჰეპატიტის ვირუსი(HAV). იგი ყველაზე ხშირად გადადის ინფიცირებული ადამიანის ფეკალიებით, დაბინძურებული წყლითა და საკვებით.

B ჰეპატიტი

B ჰეპატიტი გადადის ინფიცირებული ადამიანის სთხეებით, როგორიცაა სისხლი, ვაგინალური გამონადენი. საერთო შპრიცის მოხმარებით, ინფიცირებულთან სქესობრივი კავშირით, ინფიცირებული ადამიანის პირადი ჰიგიენს ნივთების გამოყენებით.350 მილიონი ადამიანი მსოფლიოს გარშემო ცხოვრობს აღნიშნული ქრონიკული დაავადებით.

C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი გადადის ინფიცირებულის სითხეებით, იდენტურად სისხლით, სქესობრივი კონტაქტით. C ჰეპატიტი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა ამერიკაში, 2.7 -3.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით.

D ჰეპატიტი

ამ დროისთვის D ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატიი არ არსებობს, პრეპარატს შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება პაციენტთა მხოლოდ 25-30%-ში. D-ჰეპატიტის თავიდან აცილება შესაძლებელია B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით, რადგან D ჰეპატიტი ყოველთვის B-ჰეპატიტთან ერთად ვითარდება.

E ჰეპატიტი

ამ ეტაპზე არც E ჰეპატიტისათვის არსებობს მედიკამენტი, რადგან ამ ტიპის ჰეპატიტი მწვავეა და მკურნალობის გარეშე გაივლის. ამ დროს ადამიანს ურჩევენ რომ დაისვენონ, მიიღონ ბევრი სითხე, და თავი აარიდონ ალკოჰოლს. თუმცა E ჰეპატიტით ინფიცირებულ ორსულებს სჭირდებათ მოვლა და დაკვრვება.

არაინფექციური ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზები

ალკოჰოლი

გადაჭარბებულმა ალკოჰოლის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება და ანთება ანუ ალკოჰოლური ჰეპატიტი. ალკოჰოლი აზანებს თქვენი ღვიძლის უჯრედებს, დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა და ციროზი, ღვიძლის გადიდება და ნაწიბურების განვითარება.

ავტოიმუნური სისტემის რეაქცია

ზოგ შემთხვევაში იმუნური სისტემა ცდება, ღვიძლს უცხო ობიექტად აღიქვამს და იწყებს მასზე შეტევას. ფეხდება ღვიძლის მუშაობა. ეს შემთხვევა ქალებში 3-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში.

ჰეპატიტის გავრცელებული სიმპტომები

თუკი თქვენ გაქვთ ჰეპატიტის ინფექციური ფორმა, როგორებიცაა B და C- ჰეპატიტი თქვენ შესაძლოა საწყის სტადებზე არ გქონდეთ სიმპტომები. სიმპტომები ჩნდება მაშინ, როცა დაზიანება გავლენსა ახდენს ღვიძლის ფუნქციონირებაზე, ეს სიმპტომებია:►დაღლილობა►გრიპის მაგვარი სიმპტომები►მუქი ფერის შარდი►ღია ფერის განავალი►მუცლის ტკვილი►მადის დაკარგვა►აუხსნელი წონაში კლება►ყვითელი კანი და თვალები

როგორ ისმევა ჰეპატტის დიაგნოზი


იტვირთება...
loading...

პირველ რიგში ექიმი მოითხოვს ისტორიან რათა დადგინდეს ხართ თუ არა არაინფექციური და ინფექციური ჰეპატიტის რისკ-ფაქტორებში.ღვიძლის ფუნქციის ტესტიღვიძლის ფუნქციის ტესტისთვის იყენებენ სისხლის ნიმუშს რომ დადგინდეს რამდენად ეფექტურად მუშაობს ღვიძლი. ტესტის პათოლოგიური შედეგები შესაძლოა ღვიძლის პრობლემის პირველი ინდიკატორი იყოს.სისხლის სხვა ტესტებითუ ღვიძლის ტესტი პათოლოგიურ შედეგს იძლევა, ამ შემთხვევაშ ტარდება დამატებითი სისხლის ტესტი რომელსაც შეუძლია ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის გამოვლეენა, ასევე ანტისხეულებც რომელიც ავტოიმუნური ჰეპატიტის დროს გვხვდება სისხლში.ულტრაბგერაულტრაბგეერითი გამოკვლევით მიიღება ორგანოს გამოსახულება. გამოკვლევით შესაძლოა გამოვლინდეს:
  • სითხე მუცლის ღრუში
  • ღვიძლის დაზიანება ან ზომაში ცვლილება
  • ღვიძლის წნევა
  • პათოლოგიები ნაღვლის ბუშტში
ღვიძლის ბიოფსიაღვიძლის ბიოფსია ინვაზიური პრეცუდურაა და გულისხმობს ორგანოდან ნიმუშის აღებას. პროცედურის შესრულება შესაძლებელია კანის გავლით ნემსის საშუალებით და არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.ეს ტესტი ექიმს აძლევს საშუალებას გამოავლინოს ღვიძლის დაზანება და მისი მიზეზი, იქნება ეს ანთებთი თუ ვირუსული პათოლოგია.ჰეპატიტების თავიდან აცილების გზებიჰიგიენის
 დაცვა ერთ-ერთი გზაა A და E ჰეპატიტების თავიდან ასაცილებლად. თუკი თქვენ მოგზაურობთ განვითარებად ქვეყნებში მოერიდეთ:►ადგილობრივ წყალს►უმ ან მოუმზადებელ მიდიებსა და მოლუსკებსB, C და D ჰეპატიტი რომელიც სისხლით გადადის, შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ შემდეგნაირად:►ნუ გაუზიარებთ ნარკოტიკული მოხმარების ნემსს სხვას►არ გამოიყენოთ სხვისი სამართებელი►არ გამოიყენოთ სხვისი კბილის ჯაგრისი►ნუ შეეხებით სხვის სისხლს►B და C ჰეპატიტი ასევე გადადის სქესობრივი კონტაქტით, ამიტომ საჭიროა დაცული სქესობრივი აქტი.

ჰეპატიტის გართულებები

ქრონიკული B და C ჰეპატიტი ზოგჯერ იწვევს უფრო რთულ შედეგებს, რადგან ვირუსი აზიანებს ღვიძლს, ამიტომ შესაძლოა განვითარდეს:►ღვიძლის ქრონიკული დაავადება►ციროზი►ღვიძლის კიბოროდესაც თქვენი ღვიძლი წყვეტს ნორმალურად ფინქციონირებას, შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის უკმარისობის გართულებებია:►სისხლდენის დარღვევა►მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი)►თირკმლის უკმარისობა►ჰეპატიტური ენცეფალოპათია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, მეხსიერების დაკარგვა, ტოქსინების წარმოქმნის გამო გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება რაც ტვინის ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას.►ღვიძლის კარცინომა(ღვიძლის კიბოს ფორმა►ფატალური შედეგი 
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ