Загрузка...

პროდუქტები, რმლებიც სიგარეტზე დიდ ზიანს აყენებს თქვენს ორგანიზმს


დაუბალანსებელი კვების გამო დღეს მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სიგარეტის მოწევის გამო. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ალბათ, არ იცოდით, რომ ზოგი პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ და გვგონია, რომ სასარგებლოა, სინამდვილეში დიდ საფრთხეს შეიცავს ორგანიზმისთვის. მათ შორისაა "ნატურალური წვენი", რომელიც გაზიან სასმელზე უკეთესად მიგვაჩნია, თუმცა, სინამდვილეში, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს დიაბეტს.
სტატიაში წარმოგიდგენთ იმ 8 პროდუქტს, რომელიც ორგანიზმს სიგარეტზე ნაკლებად არ აზიანებს.

1. ნატურალური ხილის წვენები

ყველამ ვიცით, რომ ხილი აუცილებლად უნდა მივირთვათ, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვახერხებთ, ამიტომ ნატურალური ხილის წვენი კარგ გამოსავლად და ვიტამინების ჩამნაცვლებლად მიგვაჩნია. თუმცა, თხევად მდგომარეობაში ხილი კარგავს ჯანსაღი ელემენტების უმეტესობას, როგორიცაა რკინა, რომელიც ადამიანს იცავს დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ჭარბწონიანობისგან. უფრო მეტიც, ხილის წვენის ზედმეტი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ეს დაავადებები გამოიწვიოს კიდეც, შაქრის დიდი რაოდენობის შემცველობის გამო. ფაქტობრივად, ზოგი ხილის წვენი იმდენივე შაქარს შეიცავს, რამდენსაც ერთი ქილა კოკა-კოლა!
იტვირთება...
loading...
რეკომენდებულია, ნატურალური წვენის დალევის მაგივრად ხილი შეჭამოთ. ერთი ცალი რომელიმე ხილი საკმარისია იმისთვის, რომ დაგანაყროთ და ტკბილეულის ჭამის სურვილი გაგიქროთ.

2. გრანოლის ფილები (შვრიის ტკბილი ფაფა ქიშმიშითა და თხილით)

ნუტრიენტებით მდიდარი ზოგი გრანოლის ფილა შაქრითაც მდიდარია. კვლევის მიხედვით, ერთი ფილა გრანოლი 15-დან 30 გრამამდე შაქარს შეიცავს. სხვა მხრივ თუ შევხედავთ, დასანაყრებლად გრანოლის ფილები საკმაოდ კარგია, რადგან ჭამისას დროს დაზოგავთ და ამასთანავე, საკვებ ელემენტებს მიაწვდით ორგანიზმს. გაითვალისწინეთ, რომ კარგი გრანოლის ფილა უნდა შეიცავდეს დაახლოებით 3 გრამ რკინას, 5 გრამ ცილას და 10 გრამზე ნაკლებ შაქარს.

3. სუში

თვითონ სუში ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა, მაგრამ მის დანამატებზე ამას ვერ ვიტყვით. დღესდღეობით ბევრი როლის შემცველობაში შეგხვდებათ მაიონეზი, მდნარი ყველი, სოუსები და უამრავი დანამატი, რაც ჩვეულებრივი სუშის ნაჭრის საკვებ ღირებულებას ზრდის და მას მთელი დღის სამყოფ კალორიებად გადააქცევს. წონის პრობლემების თავიდან ასაცილებლად აირჩიეთ უბრალო სუშის როლი ან საშიმი.

4. ფერმაში გაზრდილი თევზი

ამ პრობლემაში სუშიც მოიაზრება. თევზი მდიდარია ვიტამინ ომეგა 3-ით, რომელიც გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკისგან იცავს ადამიანს. თუმცა, თევზის სასარგებლო თვისებები ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რით იკვებება ის. სამწუხაროდ, თევზი, რომელსაც მარკეტებში ვყიდულობთ, ხშირად ოკეანიდან კი არა, ფერმებიდან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვიტამინების ნაკლებობის გარდა, ის ქიმიური დანამატებითაცაა "გაჟღენთილი", რასაც ფერმერები მის სწრაფად გასაზრდელად იყენებენ.
ეცადეთ, თევზის საყიდლად სანდო ადგილი იპოვოთ თქვენს ქალაქში. ასევე, ნუ მოგერიდებათ იკითხოთ, საიდან მოაქვს ამა თუ იმ რესტორნის შეფს თევზი სუშის დასამზადებლად.

5. უცხიმო საჭმელი

გასულ საუკუნეში უცხიმო საჭმლის დიეტა ძალიან პოპულარული იყო, მანამ, სანამ კვების სპეციალისტებმა გაიაზრეს, რომ ნატურალური ცხიმი ჩანაცვლებული იყო დამუშავებული შაქრით, რათა პროდუქტს ბუნებრივთან მიახლოებული არომატი ჰქონოდა. ასე რომ, როგორც აღმოჩნდა, გასულ საუკუნეში ჯანსაღი სნექის მაგივრად შაქრის დიდ რაოდენობას მიირთმევდნენ.
დღესდღეობით ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ ცილებითა და ცხიმებით მდიდარ რძის პროდუქტებს, როგორიცაა ყველი ან იოგურტი.

6. მარცვლეულის ფანტელები

მარცვლეულის ფანტელები ყოველთვის მიიჩნეოდა მარტივ და ჯანსაღ საუზმედ. თუმცა, ყველა სახეობის ფანტელი სულაც არაა სასარგებლო. მათი უმრავლესობა რაფინირებული ბურღულეულისგან მზადდება. ამ პროცესის დროს მარცვლეული კარგავს დიდი რაოდენობის რკინას და სხვა ნუტრიენტებს, რაც ორგანიზმს ანაყრებს. ასევე, დამატებული აქვს დიდი რაოდენობის შაქარი, რათა უფრო ტკბილი და ბავშვებისთვის სასურველი გახდეს.
შაქრის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიაბეტი, გულის დაავადებები და სიმსუქნე. კარგი იქნება, თუ მარცვლეულის ფანტელების მაგივრად საუზმედ შვრიის ფაფას მიირთმევთ, რომელიც მდიდარია რკინითა და ვიტამინებით, ამასთანავე, დაგანაყრებთ და მთელი დღის სამყოფი ენერგიით აგავსებთ.
შვრიის ფაფას სასარგებლო თვისებებზე მეტის გასაგებად წაიკითხეთ ეს სტატია.

7. თეთრი პური

თეთრი პური რაფინირებული ბურღულეულისგან დამზადებული კიდევ ერთი პროდუქტია, რომელსაც ჯანსაღი ნუტრიენტები და რკინა აკლია. რადგანაც რკინა გეხმარებათ ჯანსაღი წონისა და სისხლის კარგი წნევის შენარჩუნებაში, ამცირებს დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ის ფაქტი, რომ თეთრი პური მასარ შეიცავს, შეიძლება იყოს ამ პრობლემების გაჩენის მიზეზი.
თეთრი პურის ჩამნაცვლებელი ალტერნატივაა ჯანსაღი ხორბლის პური. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ხორბლის პურის ყოველდღიურად მირთმევა ზემოთ აღნიშნული დაავადებების გაჩენის რისკს ამცირებს.8. სოიო 
შესაძლოა, სოიო ისეთივე საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, როგორიც ეკოლოგიისთვისაა. სოიოს მარცვლები ყველაზე მავნე მონოკროპად მიიჩნევა, რადგან ეს მცენარე ნიადაგიდან ყველანაირ ნუტრიენტს იღებს და მას სრულებით გამოცარიებულსა და გაჩანაგებულს ტოვებს. გარდა ამისა, სოიოს მარცვლების უმრავლესობა გენეტიკურად მოდიფიცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღ ნუტრიენტებს მისი ჭამისგან არ უნდა ელოდოთ.
ამ მცენარესთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ მასში მაღალი კონცენტრაციითაა იზოფლავონი, იგივე მცენარის ესტროგენი, რომელმაც შეიძლება მენსტრუალური ციკლი დაგირღვიოთ. გარდა ამისა, მოსალოდნელია წონის მომატება, ოფლიანობა და კისრის გასიება.


გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ