Загрузка...

ანემიის გამომწვევი მიზეზები


ანემია არის მდგომარეობა, როდესაც შემცირებულია სისხლის წითელი უჯრედები, ან ძალიან მცირე რაოდენობითაა ჰემოგლობინი სისხლის წითელ უჯრდებში. ჰემოგლობინი არის რკინის შემცველი პიგმენტი სისხლის წითელ უჯრედებში, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი ფილტვებიდან ქსოვილებამდე.
იტვირთება...
loading...
რა სიმტომები ახასიათებს ანემიას?
  • დაღლილობა;
  • ლეთარგია (უხალისობა);
  • ზოგადი სისუსტე;
  • კონცენტრირების სუსტი უნარი;
  • ხშირი ავადმყოფობა (გაციება);
რამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია?
არაკვებისმიერი მიზეზები - ამ მიზეზებში შედის ჭარბი რაოდენობით მენსტრუალური გამონადენი, წყლულები სისხლდენით, ჰემოროი, სისხლდენა მომნელებელ სისტემაში (გამოწვეული ასპირინით ან სხვა მედიკამენტებით), სისხლის ხშირი დონაცია, სწორი ნაწლავის კიბო, ძლიერი სისხლდენა, გენეტიკური დარღვევები (ნამგლისებური ანემია). აუცილებელია ანემიის დროს ექიმთან ვიზიტი და სწორი დიაგნოზის დასმა.
რკინის ნაკლებობა - რკინის ნაკლებობა შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ანემია. რკინის ნაკლებობის (ანემიის გარეშე) სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, ხასიათის ცვალებადობას და შესუსტებულ კოგნიტურ ფუნქციებს. სისხლის ტესტების (ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში) საშუალებით შესაძლებელია რკინის ნაკლებობის დადგენა, მიუხედავად ანემიის ქონა-არ ქონისა. რკინის ნაკლებობა (მიუხედავად მისი მკაცრი ფორმისა, რომელსაც შეუძლია ანემიის გამოწვევა), შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც კვებით, ასევე სხვა, არასაკვებისმიერი მიზეზით. მენსტრუალური ციკლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რაც იწვევს რკინის ნაკლებობას. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ პრემენოპაუზურ მდგომარეობაში მყოფი ქალების ყოველი მეათე პირს აქვს რკინის დეფიციტი.
B12 და B6 ვიტამინების, ფოლიუმის მჟავისა და სპილენძის ნაკლებობამ შესაძლოა გმოიწვიოს რკინის ნაკლებობა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ