Загрузка...

წყალი, რომელიც ელვის სისწრაფით წვავს ცხიმებს და ორგანიზმს ბევრი დაავადებისგან იცავს. სისხლძარღვების გაწმენდის ეფექტური საშუალება



პრაქტიკულად ყველასთვის ცნობილია ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ. თუმცა, ძირითადად მაშინ ახსენდებათ, როცა საქმე იმუნიტეტის გაძლიერებას ან საქმე გაცივებასთან ბრძოლას ეხება. ამ საოცარი მცენარის სხვა თვისებების შესახებ ნაკლებადაა ცნობილი. თბილ წყალში დაყენებულ ამ ბუნებრივი ანტიბიოტიკის მხოლოდ 2 კბილს შეუძლია მთელი რიგი დაავადებებისგან დაგიცვათ.
იტვირთება...
loading...


როგორ უნდა მოვამზადოთ ნივრიანი წყალი, რა დაავადებების დროს არის მისი მიღება მნიშვნელოვანი და რა შემხვევაში არ უნდა დავლიოთ ის.

ინგრედიენტები
2–3 კბილი ნიორი 
3 ნაჭერი ლიმონი ქერქიანად
3–4 წვეთი ზეითუნის ზეთი
1 ჭიქა თბილი წყალი

მომზადების წესი
გაასუფთავეთ ნიორი და დაჭერით რაც შეიძლება პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ შესაფერის ჭურჭელში. დაუმატეთ ლიმონი და 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი, დაასხით ოდნავ ცხელი წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ.

ჩნდება შემდეგი კითხვა: რატომ მოიცავს ეს რეცეპტი ამ ორ პროდუქტს? ნიორი –ერთ-ერთი საუკეთესო ანტიმიკრობული საშუალება, ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, ნაწლავებს, დევნის ორგანიზმიდან პარაზიტებს. ლიმონი კვებავს ორგანიზმს ვიტამინებით, ასუფთავებს შლაკებისგან, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, აუმჯობესაბს სახის კანის ფერს. კალიუმის მაღალი შემცველობის გამო, ლიმონი აძლიერებს გულს, პოზიტიურად მოქმედებს ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობაზე. ნამდვილად დიდი სარგებლობა მოაქვს საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. მისი მიღება აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას – ხელს უწყობს მისი ფერმენტების გამომუშავებას და ამასთან, ათხელებს ნაღველს.

ნივრიანი წყლის რეგულარული მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის შეტევის და ინსულტის განვითარების რისკებს. ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ნიორი ეხმარება არტერიული წნევის შემცირებას და ახდენს ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას.
ამასთან, ნივრიანი წყლის მოხმარების შემთხვევაში იზრდება ორგანიზმის მდგრადობა ინფექციების მიმართ, სახსრებში ტკივილის შეგრძნება მცირდება, ხელს უწყობს ღვიძლისა და თირკმელების გაჯანსაღების პროცესს.
რამდენადაც ნივრის ნაყენი საკმაოდ ძლიერ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე, მისი მიღება ყოველდღიურად არ არის რეკომენდებული!
კვირაში 2-ჯერ 1 ჭიქის მიღება ჩვეულებრივ საკმარისია, რომ სრულად ვისარგებლოდ მისი სამკურნალო ძალით. ნივრიანი წყალი უმჯობესია მიირთვათ დილით, 30 წუთით ადრე საუზმემდე.
გაფრთხილება: თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ ან წნევის დამწევ პრეპარატებს, ნივრიანი წყლის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია. ამასთან, მისი დალევა არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კუჭ-ნაწლავის და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები (გასტრიტი, წყლული და ა.შ.) აქვთ!


ლიმონისა და ნივრის გამოყენების წესები ხალხურ მედიცინაში


იმ მიზნით, რომ მაქსიმალურ ეფექტს მიაღწიოთ, ნიორი გამოიყენეთ დაქუცმაცებული ან დაჭყლეტილი სახით. ასეთ შემთხვევაში მასში სასარგებლო ნივთიერებების გააქტიურება ხდება. სასურველია, თუ დაქუცმაცების შემდეგ 10-15 წუთი დაიცდით.
ამასთან, მცენარისგან მიღებული სარგებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ინახავთ მას. მოათავსეთ მხოლოდ ბნელ და მშრალ ადგილას, რომელიც კარგად ნიავდება. ტემპერატურა 25 გრადუსზე ზემოთ არ უნდა იყოს. მაცივარში მისი შენახვა არ არის სასურველი.
ლიმონი ქერქთან ერთად უნდა გამოიყენოთ, რადგან ეთერზეთებს შეიცავს, რომელიც ხსნის სისხლძარღვების სპაზმს და წნევას ამცირებს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ