Загрузка...

რა უნდა გავაკეთოთ როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს?


თუ თქვენ მშობელი ბრძანდებით, ასეთი შემთხვევა თქვენთვის ძალიან ნაცნობია. იმ მშობლების 60%-ზე მეტი, ვისი ბავშვებიც 6 თვიდან 5 წლის ასაკში იმყოფებიან, ამბობენ რომ შვილებს ერთხელ მაინც გამოუცდიათ მაღალი ტემპერატურა.

ტემერატურის მატება ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ინფექციით და მისი მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში. მაღალი ტემპერატურა ძალიან
შემაწუხებელია მშობლებისთვის, თუმცა ბავშვების უმრავლესობა რამოდენიმე დღეში გამოჯანმრთელდება გართულების გარეშე.
იტვირთება...
loading...

უნდა აღინიშნოს რომ ტემერატურის მატება ადამიანის ორგანიზმის იმუნური (დამცველობითი) პასუხია - ამ გზით სხეული ცდილობს ინფექციის გამომწვევი
პათოგენის განადგურებას.

როგორ მივხვდეთ რომ ჩვენს პატარას სიცხე აქვს?

 მისი სხეულის ტემპერატურა ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მაღალია;
 ოფლიანობს ან მოთენთილია;
 ლოყები აქვს შეწითლებული;

ამ სიმპტომების შემდეგ აუცილებელია ტემპერატურის გაზომვა. ბავშვებში ყველაზე უსაფრთხო და სასურველი ციფრული თერმომეტრის გამოყენებაა. ტემერატურის გაზომვა შესაძლებელია მოხდეს პირის ღრუდან, რექტალურად (უკანა ტანი) ან იღლიის ქვეშ. ზოგიერთი ექიმი თვლის რომ იღლიაში შედარებით უფრო ნაკლებ ტემპერატურას აჩვენებს თერმომეტრი და 1 გრადუსის დამატებას ურჩევენ პაციენტებს.
5 წლამდე ასაკის ბავშვებში 38° C ითვლება მაღალ ტემპერატურად. ასეთ დროს
საჭიროა:

 საკმარისი რაოდენობის სითხის მიწოდება, რათა თავიდან ავიცილოთ დეჰიდრატაცია. მისი სიმპტომებია გამომშრალი პირის ღრუ, ცრემლების გარეშე
ტირილი, ჩაცვენილი თვალები, ჩვილებში - უფრო მეტად სველი საფენი.
 შევთავაზოთ საკვები, რომლის მიღებაც უფრო სურს ბავშვს.
 ღამის განმავლობაში დროდადრო შევამოწმოთ ბავშვი.
 არ ჩავაცვათ ბევრი ტანსაცმელი რათა არ მოხდეს სხეულის გადახურება.
 გამოიყენოთ ცივი კომპრესები და ოთახში იყოს საშუალო ტემპერატურა - არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი.

მედიკამენტების გამოყენებამდე საჭიროა მიმართოთ თქვენს მკურნალ პედიატრს. ბავშვებში როგორც წესი გამოიყენება იბუპროფენის და პარაცეტამოლის შემცველი სამკურნალო პრეპარატები. პარაცეტამოლის შემთხვევაში, 2 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის აუცილებლად იქნება შეფუთვაზე მითითებული დოზა, ხოლო 2 წლამდე ასაკის დროს აუცილებლად კითხეთ პედიატრს. იბუპროფენი კი გამოიყენება 6 თვიდან ზემოთ ასაკის მქონე პატარებში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ორივე მედიკამენტი ერთად ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. არ გადააჭარბოთ აღნიშნულ დასაშვებ დოზას.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს გადაუდებელი დახმარებისათვის?

 თუ თქვენი პატარა 3 თვემდე ასაკისაა და ტემპერატურა 38° C-ზე დაბლა არ იწევს.
 თუ თქვენი პატარა 3-დან 6 თვემდე ასაკისაა და ტემპერატურა 39° C-ია ან უფრო მაღალი.
 თუ ფიქრობთ რომ ბავშვს დეჰიდრატაცია აქვს.
 თუ ბავშვს აქვს კრუნჩხვა.
 თუ ბავშვი გაუჩერებლად ტირის და არ გავს მის ჩვეულებრივ ტირილს.
 თუ მაღალი ტემპერატურა 5 დღეზე მეტ ხანს გრძელდება.
 თუ ბავშვს აწუხებს ასთმა.

რამდენად ხშირად უნდა შევამოწმოთ ტემპერატურა?

ეს დამოკიდებულია ბავშვის მდგომარეობაზე. არაა აუცილებელი სიცხის მუდმივი შემოწმება, ან ბავშვის გაღვიძება ტემპერატურის შემოწმების მიზნით. თუ სძინავს და მშვიდად გამოიყურება, ჯობია არ შეაწუხოთ რათა ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ