Загрузка...

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ - რა დაავადებების განკურნება შეუძლია ზღვას


თალასოთერაპია - ასე ეწოდება მედიცინაში სამკუ-რნალო და პროფილაქტიკური მიზნით ზღვის წყლისა და ჰაერის გამოყენებას (თალასსა - ბერძნულად ზღვის წყალს ნიშნავს).
ზღვის წყალს სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებნენ.

თავდაპირველად ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციათა აღდგენისთვის ურჩევდნენ მას პაციენტებს და სთავაზობდნენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას აუცილებლად ჩაეწვეთებინათ ის ცხვირში, გამოევლოთ ყელში, გამოერეცხათ ცხვირის ღრუ.
იტვირთება...
loading...
შემდეგ და შემდეგ, ამ ჯადოსნურ სითხეს კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შარდის ბუშტის ანთების, ყაბზობისა და ანემიისგან განსაკურნებლად ასმევდნენ ავადმყოფებს.
დაავადებული ფილტვების პატრონებს ზღვის ჰაერით დღეში 6-8 საათის განმავ-ლობაში სუნთქვას უნიშნავდა.
ზღვის მარილიან წყალს ანტისეპტიკური თვისებების გამო ბრძოლის ველზე ჭრილობების დასამუშავებლად ხმარობდნენ...

და შედეგიც არ აყოვნებდა.
ზღვა და მისი კლიმატი ხომ მართლაც სასწაულია.
ზღვის ჰაერი გაჯერებულია ჟანგბადით, ოზონით, იოდით, ბრომით, მიკროსკოპული, თითქმისშეუმჩნეველი წყლის წვეთებითა და მარილის კრისტალებით, რომლებსაც შეიწოვს კანი და ჩაისუნთქავს ფილტვები.
ის აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციებსა და სტრესებთან უკეთ გამკლავების საშუალებას აძლევს.
იოდი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ორგანიზმს ცხიმისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
ოზონი ორგანიზმზე ნატურალური ანტიბიოტიკივით მოქმედებს.
ზღვის კლიმატით მკურნალობა რეკომენდებულია: გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ძვალ-სახსართა სისტემების დაავადებების, სუნთქვის ორგანოების ტუბერკულოზის, ქრონიკული ლარინგიტის, ფარინგიტის, მეორეული ანემიის დროს.
ზღვის წყალი ზღვაში ბანაობისას ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს წყლის ტემპერატურული, მექანიკური და ქიმიური ფაქტორები. მათი წყალობით მაღლდება ნერვული და კუნთოვანი სისტემების ტონუსი, ჩქარდება სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია, ნივთიერებათა ცვლა, იმატებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალები, კაჟდება სხეული.ახლა კი უფრო დავკონკრეტდეთ და 5 პუნქტად ჩამოვაყალიბოთ ზღვის სამკურნალო თვისებები.
მაშ ასე:


1. ზღვაში ბანაობის შემდეგ კანისა და მთლიანად ორგანიზმის მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების მიმართ იზრდება. დაწვისგან თავის არიდება და ზომიერად რუჯის მიღება მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო პროცედურაა. ბანაობის დროს ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება და უჯრედების მდგომარეობა უმჯობესდება.
2. ზღვის წყალი სისხლის მიმოქცევაზე აქტიურად მოქმედებს ჰიდროპროცედურების სახით. ზღვაში ყოფნისას ცალკეული ორგანოების სისხლით მომარაგება უმჯობესდება, არტერიული წნევა დაბლა იწევს, გულის შეკუმშვის სიხშირე მცირდება და საერთო ჯამში, მთელი ორგანიზმი იწრთობა და ჯასნაღდება.
3. ჰიპოკრატეს პერიოდიდან მოყოლებული, ფილტვების პათოლოგიებს ზღვის ჰაერითა და ეგეოსის ზღვაში ბანაობით კურნავდნენ. ზღვის ჰაერი და წყალი იმუნიტეტს ამაგრებს, ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ამაღლებს, ხოლო მზის სხივები სნეულების გადამტან ბაქტერიებს ანადგურებენ.

4. ვინაიდან მზის წყალი მინერალებითა და მიკროელემენტებით მდიდარია, ყველაზე სასიკეთოდ ართრიტით დაავადებულებზე მოქმედებს. გოგირდისა და იოდის იონები კანიდან ორგანიზმში აღწევენ და სახსრებში ილექებიან იმ ადგილებში სადაც მათი ნაკლებობაა.
5. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზღვის წყალში მაგნიუმის იონები არსებობს. ის ბევრ სასიცოცხლო პროცესს, მათ შორის ძვლის ქსოვილის წარმო-ქმნასა და უჯრედების გაყოფას ასტიმულირებს. ასევე დიდ როლს ასრულებს ნერვებისა და კუნთების მუშაობაში. ზღვის ყალში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ხელშეწყობით, მაგნიუმი ზღვაში ბანაობისას ადვილად შეითვისება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ