Загрузка...

რამოდენიმე მნიშვნელოვანი სამედიცინო ტესტი - რისკების შეფასება ექიმთან ვიზიტის გარეშე


იმისთვის, რომ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა, წერს Dobré rady a nápady. თუმცა, სხეულის მდგომარეობაზე დაკვირვება ექიმთან დაგეგმილ ვიზიტამდეც უნდა მოხდეს. ამისთვის არსებობენ დამოუკიდებელი ტესტები, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული დაავადებები აღმოაჩინონ პირველი სიმპტომების გამოჩენამდე.



აი რამდენიმე მარტივი მანიპულიაცია, რომლებიც დაგეხმარებათ შეაფასოთ დაავადების განვითარების რისკი და დროულად გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

1. გულის და ფილტვების დაავადებები.


მოათავსეთ თითები გადაბრუნებული J-ის ფორმაში და ფრჩხილები ერთმანეთს მიაჭირეთ. შეხედეთ ფრჩხილებს შორის არსებულ პატარა დაშორებას. თუ ის არის, მაშინ გული და სხვა შინაგანი ორგანოები წესრიგშია.

ფრჩხილებს შორის დაშორება არ არის? გასწორებული ფრჩხილები შედეგია სისხლში არსებული ჟანგბადის დაბალი დონისა. ჟანგბადის დეფიციტს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, გულის, ფილტვების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებაც კი.
იტვირთება...
loading...

2. ინსულტი და გონებასუსტობა.


ამ ტესტისთვის დაგჭირდებათ წამზომი. აწიეთ ერთი ფეხი ისე, რომ თეძო იატაკის პარალელური იყოს და შეყოვნდით.

20 წამი გაძელით თუ მეტი? შესანიშნავია: ინსულტი და ადრეული დემენცია მოსაალოდნელი არაა. და პირიქით: ერთ ფეხზე ბალანსირების სირთულე შესაძლებელია თავის ტვინის წვრილი კაპილარების დაზიანების გამო.


3. ანემია.

დადექით სარკის წინ და ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო. როგორც წესი, მისი ფერი ღია ვარდისფერი უნდა იყოს. ანემია დაკავშირებულია ჰემოგლობინის უკმარისობასთან. სხეულის კუნთები და ქსოვილები ცოტა ჟანგბადს ღებულობენ და 100%-ით ვერ მუშაობენ. თუ შეამჩნიეთ ფერმკრთალობა, გადაღლა ან ქოშინი, უმჯობესია შეასრულოთ ტესტები და გაარკვიოთ რკინის დონე სისხლში.

4. ჰორმონალური დისბალანსი და მკვებავი მიკროელემენტების დეფიციტი.

თმის ცვენა- ბუნებრივი პროცესია. ექიმები ამბობენ, რომ ჩვენ 50-დან 100 ღერ თმამდე ვკარგავთ დღეში. მაგრამ, მშვიდად რომ იყოთ, მარტივი ტესტის გაკეთება შეგიძლიათ.

თმები უნდა იყოს მშრალი და სუფთა. აიღეთ ცოტაოდენი თმა და თითებით მოქაჩეთ. დიდი ძალისხმევა არ დაატანოთ. თუ ხელში თმის 2-3 ღერია, ყველაფერი წესრიგშია. ხოლო, თუ მეტია, მაშინ უნდა მიმართოთ ტრიხოლოგს.

თმის ცვენას მრავალი მიზეზი აქვს: სტრესი, არასწორი მოვლა, ჯანმრთელობასთან არსებული სერიოზულ პობლემები. თმები რბილია ჰორმონალური დისბალანსის ან მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის გამო.და ამ ფაქტის იგნირირება არ შეიძლება.

5. გვირაბის სინდრომი.


ეს ტესტი ოფის-მუშაკების, მხატვრების და მოტოციკლისტების პროფესიულ დაავადებას -მაჯის არხის სინდრომს ააშკარავებს.
ასწიეთ ხელები ისე, რომ წინამხრები სახის პარალელურად იყოს. შეეცადეთ ხელის გულის ზედა ნაწილს თითებით მისწვდეთ. შეყოვნდით 1-2 წუთი. თუ ხელის მაჯებში და თითებში ჩხვლეტა, გაბუჟება ან ტკივილია, ნიშანი შეიძლება იყოს მაჯის არხის სინდრომისა.

გვირაბის სინდრომი აღიძვრება მაშინ, როდესაც გარე ქსოვილი ზეწოლას ახდენს საშუალო ნერვს. დროული მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში ტკივილი და გაბუჟება მხოლოდდამხოლდ გაძლიერებას დაიწყებს. ხოლო ხელის უმნიშვნოლო მოტორიკაც კი პირიქით, უარესდება.

6. დიაბეტი.


თქვენ დახმარება დაგჭირდებათ კიდევ ერთი ტესტის გავლისთვის. მოამზადეთ საშლელიანი უბრალო ფანქარი. დამხმარე ტერფზე და ფეხის თითებზე უნდა შეგეხოთ ფანქრის წვერით და უკან მხარით. შეგიძლიათ თუ არა შეხედვის გარეშე თქვათ, ფანქრის რომელი მხარე შეგეხოთ მოცემულ მომენტში?
თუ თქვენ ვერ გრძნობთ სრულ შეხებას, მაშინ ფეხზე ნერვული დაბოლოებები ცუდად მუშაობენ. მგრძნობელობის დაქვეითება მიანიშნებს ნერვოპათიაზე - დიაბეტის გამო ნერვის დაზიანება.

7. არტერიებთან დაკავშირებული პრობლემები.

დაწოლილ მდგომრეობაში ფეხები ასწიეთ 45 გრადუსიანი კუთხით და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. ახლა დააკვირდით ფეხების ფერს. ძალიან ფერმკრთალი ( თითქმის თეთრი) ფეხები და თითები სისხლის ცუდი მიმოქცევის ნიშანია დაბინძურებული არტერიების გამო. ფერის შეცვლა შეიძლება ერთ ფეხზე ან ორივეზე.

პერიფერიული არტერიები სისხლით ამარაგებენ კიდურებს. როდესაც არტერიის სანათურები დაბლოკილია, კუნთები ვეღარ ღებულობენ ჟანგბადს და წარმოიქმნება უსიამოვნო სიმპტომები: დაბუჟერა, ტკივილი და სპაზმები. პერიფერიული არტერიების ამ დაავადებას თავიდან არ გააჩნია სიმპტომები. მკურნალობის გარეშე მას გულის შეტევამდე (ინფაქტი) და ან ინსულტამდე მივყავართ.


8. სმენა.


ამ ტესტისთვის დაგჭირდებათ წყნარ ოთახში ჩაკეტვა. მიიტანეთ ხელი ყურთან და გაუსვით ერთმანეთზე თითები. გესმით ხმა? ახლა ნელა გაწიეთ ხელი 15 სანტიმეტრზე. კიდევ გესმით ხახუნის ხმა? გილოცავთ. თქვენი სმენა წესრიგშია. არ დაგავიწყდეთ პროცედურის გამეორება მეორე ყურზეც.

9. გულის და სისხლძარღვების მიდრეკილება დაავადებებისადმი.თუ გსურთ ამ ტესტის გავლა, მოგიწევთ პატარა კიბეზე გასვლა. გააკეთეთ რამდენიმე ნაბიჯი ( 8-12) და იმღერეთ. ასევე შეგიძლიათ მაგალითად ვინმეს დაურეკოთ და ესაუბროთ. თუ გული „ამოგივარდათ“, მაშინ არ შეგიძლიათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაკონტროლება, თქვენი ფილტვები კი დატვირთვას ვერ უმკლავდებიან.
ყურადღება! დამოუკიდებელი ტესტები ვერ ცვლის სამედიცინო გამოკვლევას!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ