Загрузка...

ინგლისელმა ქალბატონმა ფსორიაზი საკუთარი დიეტით დაამარცხა


38 წლის ჰანა სილიტო მანჩესტერიდან 20 წლის მანძილზე ფსორიაზით იტანჯებოდა. ფსორიაზი - კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც თან სდევს კანის ქავილი, აქერცვლა, ჰიპერემია (სიწითლე) და ანთებითი პროცესები.

ჰანას მუხლები, ფეხები, ზურგი, მუცელი და იდაყვები დაფარული ჰქონდა წითელი პაპულებით (ბრტყელი კვანძები). ქავილის შეჩერების მიზნით ქალბატონი ისვამდა მაზებს, ქოქოსის ზეთს, იხვევდა პოლიეთილენის სახვევით. ავადმყოფობის ფონზე ჰანას დაეწყო პრობლემები თირკმელებთან და ღრძილებთან დაკავშირებით.
იტვირთება...
loading...
შედეგად ქალი ჩაიკეტა გარე სამყაროსგან, გაზარმაცდა, წონაში მოიმატა და ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგა. მისი მდგომარეობა უარესდებოდა, მკურნალობა და წამლები კი ვერ შველოდა. როდესაც ექიმებმა პაციენტს განუცხადეს რომ ერთადერთი საშუალება ფსორიაზის დასამარცხებლად ქიმიოთერაპია იყო, ჰანამ გადაწყვიტა შეეცვალა კვების რაციონი. მან წაიკითხა, რომ კვება პირდაპირ ზემოქმედებს კანის მდგომარეობაზე და ზოგიერთი პროდუქტი ანთებას, ალერგიას და ეგზემას იწვევს. ჰანამ შეიმუშავა ინდივიდუალური დიეტა და მკაცრად იცავდა მას. რამდენიმე ხნის შემდეგ ის სრულიად გათავისუფლდა ამ დაავადებისგან.
ჰანას ანთებისსაწინააღმდეგო დიეტის თანახმად, დაავადების დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი, სოიო, ხორცი, რძის პროდუქტები, კოფეინი, ხორბალი, კვერცხი და არაქისი.
პროდუქტები, რომელიც უნდა ჩართოთ კვების რაციონში: ბოსტნეული (ჭარხალი, კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიორი, სოკო, ხახვი, სტაფილო, ნიახური, გოგრა, კარტოფილი, ბრიუსელის კონმბოსტო, არტიშოკი), ფერმენტირებული საკვები (კომბუჩა, კომბოსტოს მწნილი, კიმჩი, კეფირი), ჯანსაღი ცხიმები (ავოკადოს, ზეითუნის, სხვადასხვა თხილეულისა და თესლის ზეთები), ხილი და კენკრა, ბალახები და სუნელები (კურკუმა, ჯანჯაფილი, დარიჩინი, სალბი, მიხაკი და როზმარინი).
ჰანამ წიგნიც კი დაწერა საკუთარი მეთოდის შესახებ და საყვარელი რეცეპტებიც დაურთა. ასობით ადამიანმა შეძლო მისი დიეტის საშუალებით განკურნება. ქალბატონი სოციალური ქსელის საშუალებით აზიარებს მათ გამარჯვებებს ავადმყოფობაზე.ჰანამ განაცხადა, რომ მის კვების გეგმას მილიონების დაზოგვა შეუძლია, რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახური ხარჯავს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ