Загрузка...

რამდენად შესაძლებელია ამ ორმა სასმელმა - ალკოჰოლმა და ფორთოხლის წვენმა ღვიძლის ქრონიკული დაავადებები გამოიწვიოს?


ღვიძლს ტყუილად არ უწოდებენ სხეულის ცენტრალურ ბიოქიმიურ ლაბორატორიას.რამდენად შესაძლებელია სასმლის ამ ორმა ტიპმა - ალკოჰოლმა და ფორთოხლის ნატურალურმა წვენმა გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული დაავადება? გაოცდებით, მაგრამ ორივე მათგანი ეხმარება ღვიძლს დაავადებაში, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არცთუ ისე კატასტროფულადაა საქმე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ადამიანებში "ღვიძლის დაავადება" ასოცირდება მძიმე სასმელთან და ამის ნათელი მაგალითი იყო ფეხბურთის ლეგენდა ჯორჯ ბესტი, რომელსაც საბოლოოდ ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. არსებობს კიდევ ერთი ფორმა ღვიძლის დაავადების და ეს არის სიმსუქნე. ნარინჯისფერი სასმელი, იგივე ფორთოხლის წვენი მაპროვოცირებელია ღვიძლის დაავადების, ისევე როგორც ალკოჰოლი და მაგარი ყავა."NAFLD" - ს წინასწარმეტყველებდნენ ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებების შესახებ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ღვიძლის დაავადების ყველაზე გავრცელებული მიზეზით.არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება იწყება ღვიძლში ცხიმის უჯრედების განვითარებით და ხშირია შემთხვევა, როცა თავს იჩენს ანთებითი პროცესები ნაწიბურებზე.სიმსუქნის ქვეშ მყოფი ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, რადგან მათ სისხლში მომატებულია ცხიმოვანი დონე და არა მხოლოდ კანის ქვეშ იმყოფებიან, არამედ მათი ორგანოების გარშემოც.დაავადებას ხელს უწყობს ასევე დიაბეტის ორივე ტიპი და მეცნიერული კვლევის შედეგად ცნობილია, რომ მსოფლიოში ღვიძლით მილიონ 400 ათასი ადამიანია დაავადებული. ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობამ და ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მისი რიცხვი 60 % - ით გაიზარდა. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ პრობლემის მასშტაბი ისეთია, შეიძლება მალე ღვიძლის "ეპიდემია" მივიღოთ მსოფლიოს მასშტაბით - წერს dailymail."ღვიძლის დაავადების" საწყისი სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობის გრძნობა, შრომის უნარისა და მადის დაკარგვა, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილი, მუქი შარდი, კანისა და თვალების გაყვითლება - რასაც სიყვითლეს (ვირუსული A ჰეპატიტი) უწოდებენ. ჰეპატიტების მრავალრიცხოვანი "ოჯახიდან" A ჰეპატიტი ყველაზე "უწყინარი" ოჯახის წევრია, ვიდრე B, C, D, E და G ჰეპატიტები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ატერორებენ კაცობრიობას. მათ შეუძლიათ, უწყინრად, უჩუმრად, სიმპტომების გარეშე ღვიძლში გამოიწვიონ შეუქცევადი ცვლილებები (ციროზი და კიბო). ამიტომ ეს "ჭკვიანი" ღვიძლი რომ არ დაგვიზიანდეს, საჭიროა თავი ავარიდოთ მატონიზებელ და გამღიზიანებელ საკვებს, ალკოჰოლს, მაგარ ყავას, ნოყიერ, ცხიმიან, ცხარე და მწარე საკვებს.
იტვირთება...
loading...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ