Загрузка...

რა არის DASH დიეტა და რატომ თვლიან მას ექიმები საუკეთესოდ?


საუკეთესო დიეტების ათეულში უკვე მერამდენე წელია პირველ ადგილს იკავებს DASH დიეტა, რომელიც ჯანმრთელობის მეტნაკლებად ყველა მაჩვენებელს აუმჯობესებს. აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების ექიმების შეფასებით DASH დიეტას კატეგორიაში “წონის ეფექტურად კარგვა" 3.3 ქულა აქვს 5-დან, ხოლო კატეგორიაში “ჯანმრთელობისთვის სასარგებლო"-4, 8 ქულა 5 ქულიდან.

რა არის DASH დიეტა
DASH(Dietary Approaches to Stop Hypertension-დიეტური მიდგომა ჰიპერტონიის სამკურნალოდ)-ესაა კვების რეჟიმი, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად ჰიპერტონიის დროს სისხლის წნევის დასაწევად.
იტვირთება...
loading...
თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ დიეტა სხვა პრობლემების დროსაც სასარგებლოა:ამცირებს ქოლესტერინს, ინსულტის რისკს, გულის უკმარისობას, ხელს უწყობს წონაში კლებას. აღიარებულია ასევე, როგორც საუკეთესო დიეტა შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის.

DASH დიეტის არსიდიეტა დაბალანსებულია მნიშვნელოვანი საკვები კომპონენტებით, რომლებიც პასუხს აგებენ როგორც ტვინის და შინაგანი ორგანოების მუშაობაზე, ისე კანისა და თმის ჯანმრთელობაზე.
ეს დიეტა იმ მხრივაა მოხერხებული, რომ ცალ-ცალკე არ გიწევთ კომპონენტების მომზადება.საკმარისია აირჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომელთა ჭამასაც ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვირჩევენ:ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ცილოვანი და რძის პროდუქტები და ასევე უნდა შეამციროთ მარილი.
მთავარი განმასხვავებელი სხვა დიეტებისგან კი ისაა, რომ ეს დიეტა ისეთი ადამიანებისთვის შეიმუშავეს, რომლებმაც მთელი ცხოვრება უნდა დაიცვან კვების რეჟიმი. ამიტომ, შიმშილის ატანა და მოთმენა არ მოგიწევთ, არც ერთფეროვანი საკვების მიღება. მთავარია ზოგადი პრინციპები დაიცვათ:

ზოგადი პრინციპები
ამ დიეტის დროს აქცენტი არა საკვების რაოდენობაზე, არამედ მის ხარისხზე კეთდება. აი, მთავარი წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ:
1.ყოველდღე დალიეთ 2 ლიტრამდე წყალი
2.მიიღეთ საკვები დღეში 5-ჯერ. ერთი ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 215 გრამს
3.დღიური რაციონის კალორიულობა-2-2, 5 ათასი კალორია
4.ტკბილეული-არაუმეტეს 5-ჯერ კვირაში
5.გააკეთეთ აქცენტი პარკოსნებზე, მარცვლეულზე, ბურღულზე, უცხიმო ხორცსა და ბოსტნეულზე.
6.გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი-გამორიცხეთ
7.ძირითადი კვების გარდა ნებადართულია არაუმეტეს 8 წახემსება.
8.არავითარი თამბაქო!
9.მარილის დღიური ნორმა 2 ჩ.კოვზამდე შეამცირეთ!
10.აუცილებლად ჩართეთ რაციონში ღერღილის პური
11. რაციონიდან გამორიცხეთ: შებოლილი, მარილიანი, ცხიმიანი, საფუვრიანი, თევზის და ხორცის კონსერვები.

რისი ჭამა შეიძლება1.მარცვლეული-არანაკლებ 7 ულუფა დღეში( 1 ულუფა=1 ნაჭერი პური, 1/2 ჭიქა მაკარონი, 1/2 ჭიქა ფაფა)
2.ხილი-არანაკლებ 5 ულუფა დღეში( 1 ულუფა=1ხილი.1/4 ჭიქა ჩირი, 1/2 ჭიქა წვენი)
3.ბოსტნეული-5 ულუფა დღეში ( 1 ულუფა=1/2 ჭიქა მოხარშული ბოსტნეული)
4.უცხიმო რძის პროდუქტები-2-3 ულუფა დღეში (1 ულუფა 50გრ. ყველი ან 0, 15 ლ.რძე)
5.თხილი, კაკალი-5 ულუფა დღეში ( ულუფა=40 გრ.)
6.ცხოველური და მცენარეული ცხიმები-3 ულუფა დღეში ( 1 ულუფა=1 ჩაის კოვზი ზეითუნის ან სელის ზეთი)
7.ტკბილეული-არაუმეტეს 5-ჯერ კვირაში ( ერთ ჯერზე 1 ჩაის კოვზი მურაბა ან თაფლი)
8.სითხე-2ლ. დღეში ( წყალი, მწვანე ჩაი, წვენი)
9.ცილები-0, 2 კგ. მჭლე ხორცი ან თევზი, კვერცხი.

რისი ჭამა არ შეიძლებაროგორ შევადგინოთ რაციონი
მენიუ შეგიძლიათ დასაშვები და აკრძალული პროდუქტების სიის დახმარებით შეადგინოთ. რაციონის შესადგენად საკმარისია თანდათანობით გაზარდოთ სასარგებლო პროდუქტების რაოდენობა და შეამციროთ მავნე პროდუქტები. თუ თქვენი მიზანი წონაში კლებაა, შეამცირეთ ულუფები 1-2 პუნქტით.
ამასთან, ინტერნეტშიც შეგიძლიათ მზა მენიუები მოიძიოთ DASH დიეტისთვის.

დასკვნა
DASH დიეტა მარტივი, უსაფრთხო და სასარგებლო კვების რეჟიმია, რომელიც წონაში დაკლებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ