loading...
მწვანე ყავა – „აღმოჩენა“ დიეტოლოგიაში. აუცილებლად უნდა ვიცდეთ მისი უნიკალური თვისებების შესახებ.
დიეტა 06-Sep, 22:37 1 841
0
მწვანე ყავის პოპულარობა 2012 წლიდან დღითიდღე იზრდება, როგორც წონაში დაკლების ეფექტური მეთოდი.
ამ ბუნებრივი საშუალების ცხიმების წვის ეფექტის კრენტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა. მწვანე ყავა განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა მალევე მოიპოვა პოპულარობა რუსეთსა და ევროპაშიც. გახდომის მიზნით მწვანე ყავას იყენებენ ცნობილი ვარსკვლავები: ქეთი ფერი, ჯენიფერ ლოპესი, დემიმური, ალლა პუგაჩოვა და სხვები.
რამდენად რეალურია მწვანე ყავის საშუალებით წონაში დაკლება? არის თუ არა რეკომენდებული მისი მიღება?
“ბოლო დროს დიდი ყურადღება მიიპყრო მწვანე ყავის მარცვლის შესაძლო ეფექტმა სხეულის მასაზე. მწვანე ყავის ასეთი მოქმედების ეფექტს ახალ აღმოჩენას– ქლოროგენის მჟავას უკავშირებენ. არსებობს მონაცემები, რომაღნიშნულთან დაკავშირებით ჩაატარეს მცირემასშტაბური და ხანმოკლე კვლევა რამოდენიმე ჭარბი წონის მქონე ადამიანზე. მკვლევარის აზრით, ქლოროგენის მჟავას შესაძლოა ჰქონდეს სიმსუქნის საწინააღმდეგო დადებითი ეფექტი. კვლევის შედეგებით, მან მიიღო 7 კგ კლება 22 კვირის მანძილზე ჰიპოკალორიული კვების გარეშე.

ექსპერტების დახასიათებით, აღნიშნული კვლევები საიმედოობის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან ხანმოკლე ვადის, საკვლევი პირების რაოდენობის, სიზუსტისა და ხარისხობრივი ნიშნით. განხილვაში აღნიშნულია ყავის ძირითადი და მნიშვნელოვანი შემადგენლის– კოფეინის მოქმედების ეფექტი ორგანიზმსა და მასში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზე. კოფეინი წლების მანძილზე არაერთი კუთხით გახდა დაკვირვების საგანი და ამის გამო საკმაო გამოცდილება არსებობს. იგი უდაოდ წარმოადგენს ენერგო–მატონიზირებელ ნივთიერებას. მას დაბალი წნევის მქონე ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ ყურადღების კონცენტრაციის გაზრდისთვის.

კოფეინის დიდი დოზით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს
უძილობა, აგზნებადობა, გაუწყლოება, სისხლძღვების შევიწროების ეფექტის გამო – არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, არარეგულარული რითმი, თავის ტკივილი. ასევე, ზოგიერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტის კარგვა, სისუსტე, შფოთვითი განწყობა და მასთან დაკავშირებული დაავადებების გამწვავება. დიაბეტის მქონე პირებში– ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, რაც სიმსუქნისა და ინსულინრეზისტენტობის მქონე პირებშიც შეიმჩნევა. ამის გამო აღნიშნულ მდგომარეობებში კოფეინის ჭარბი გამოყენება იზღუდება.

ინდივიდუალურია გავლენა შაქრის რაოდენობაზე სისხლში. შეიძლება გამოიწვიოს მომატება ან, პირიქით, შემცირება, რის გამოც შაქრის აქტიური კონტროლი აუცილებელია. დიდი რაოდენობით მიღებისასა არსებობს ალბათობა, გაამწვავოს კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადება. ასევე, გლაუკომის მქონე პირებში დააჩქაროს დაავადების გაუარესება. საწინააღმდეგო შედეგები ნაჩვენებია ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის დროს.

ექსპერტთა აზრით, მწვანე ყავა, ანუ მოუხალავი მარცვალი წარმოადგენს ე.წ. საკვებ დანამატს, რომლის მოქმედების შორეული ან კონკრეტული ეფექტი ნათლად გამოხატული არ არის.
მწვანე ყავის მაგრამ არადამაჯერებელია. უფრო სრულყოფილი პასუხისა და სერიოზული დასკვნისათვის მეცნიერები გაცილებით დიდი მასშტაბის და ბიუჯეტიან კვლევას მოითხოვენ“.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...