Загрузка...

რაში მდგომარეობს სწორი დიეტის საიდუმლო


სწორი დიეტის დროს საჭიროა ბალანსირებული კვების რაციონი და ფიზიკური აქტივობა. ბალანსირებულ კვებაში იგულისხმება სწორი რაოდენობით შერჩეული ცილები, ჯანსაღი ცხიმები (ომეგა-3, ომეგა-6), ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სითხე. იმისთვის, რომ ორგანიზმმა კარგად იფუნქციონიროს, აუცილებელია ყოველდღიურად მინიმუმ 1, 5 ლ სითხის მიღება, ზაფხულის ცხელ პერიოდში კიდევ უფრო მეტის.
იტვირთება...
loading...
ორგანიზმის დაახლოებით ერთ მეხუთედს შეადგენს ცილა. ის გამოიყენება ნორმალური ზრდისთვის, რეგენერაციისა და ქსოვილების განვითარებისთვის. ცილები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთოვანი ქსოვილებისთვის. აუცილებლად გასათვალისწინებელია ცილის წყაროც: ჯანსაღი ხორცი - თევზი, ქათამი, ძროხა; პარკოსანი მარცვლეული კულტურები - სოია, მუხუდო, ოსპი, ბარდა და ა.შ; კვერცხი; რძე და რძის პროდუქტები...
ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა ორგანიზმში. ისინი აუცილებელია კუნთებისთვის და ფიზიკური აქტივობისათვის. არსებობს მარტივი და რთული ნახშირწყლები. მარტივი ნახშირწყლები სწრაფად იშლება ორგანიზმში და მისი სახეობაა ხილის წვენი, თაფლი და სხვა. ისინი კარგად გამოიყენება ვარჯიშის დროს: აუმჯობესებს კუნთოვან ქსოვილში ცილების მიტანას და სწრაფად ანიჭებს ორგანიზმს ენერგიას. ხოლო რთული ნახშირწყლები უფრო ნელა იშლება და მისგან მიღებულ ენერგიას ორგანიზმი ხანგრძლივი დროის მანძილზე მოიხმარს. მისი წყაროა ხორბალი, შვრია, ჭვავი, ქერი და სხვა.მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმების მიწოდება ორგანიზმისთვის. ისინი აუცილებელია ცხიმში ხნადი ვიტამინებისა და ჰორმონების ტრანსპორტირებისათვის.
ომეგამჟავები, ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ