loading...

როგორ უნდა გავაშენოთ ხილის ბაღი აივანზე


ქოთანში ჩარგული ლიმონით და ფორთოხლით, დღეს უკვე ვერავის გააკვირვებთ და საერთოდ, კურკიდან ამოსული ხის პირველი მოსავალის ლოდინი, დიდი ხნის მანძილზე არის საჭირო. სულ სხვა საქმეა, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ქლიავი, ატამი და ვაშლატამა!ახალი ტენდენცია მებაღეობაში — ხეხილის და კენკრის ახალი – nano ხეები არის ანუ ხეხილის ჯუჯა ჯიშები.ბაღი აივანზე
უბრალოდ წარმოიდგინეთ – ბაღის გაშენება, პირდაპირ აივანზე შეიძლება…
თუ თქვენ ქალაქში ცხოვრობთ და აგარაკი არა გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ უნდა თქვათ უარი საკუთარი ბაღის გაშენებაზე. აივანზე ისეთი კარგი ბაღის გაშენება არის შესაძლებელი, რომ შეიძლება, გამოცდილ მებაღეებსაც კი შეშურდეთ თქვენი. თქვენ კი, გარდა იმისა რომ ბაღი გექნებათ, აივანს ლამაზი ფერებით გამოაცოცხლებთ და ის თქვენი საყვარელი ადგილი გახდება დასვენებისა და განტვირთვისათვის. ტორფი, პატარა ბუჩქნარები, ჯუჯა ხეები – სულ ეს არის, რაც საჭიროა ბაღის შესაქმნელად, მიწის ზედაპირიდან რამოდენიმე მეტრის დაშორებით.მიუხედავად იმისა, თუ სად აპირებთ ბაღის გაშენებას, მრავალსართულიანი შენობის სახურავზე, თუ უბრალოდ, აივანზე, რამოდენიმე საბაზო პრინციპის ცოდნა აუცილებელი არის:
Загрузка...
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა განსაზღვროთ, თუ კონკრეტულად რისი გაკეთება გინდათ აივანზე – ტროპიკული სამოთხე გინდათ მოაწყოთ, თუ გინდათ «შირმის გაკეთება» თქვენს აივანსა და მეზობელ მრავალსართულიან სახლს შორის?

მეორე, შეაფასეთ აივნის მიკროკლიმატი. ამისთვის საჭიროა:

I. აივნის მდებარეობის განსაზღვრა ჰორიზონტის მხარეების მიმართ;

II. იმის გარკვევა, თუ სინათლის რა რაოდენობა ხვდება აივანზე (საათი დღეში). ეცემა თუ არა მზის პირდაპირი სხივები? თუ აივანი ღია არის, მცენარეები ხომ არ მოხვდება ძლიერ ქარში? ანუ კრიტიკულად უნდა შეაფასოთ საკუთარი აივანი, რომ ტყუოლად არ დახარჯოთ ფული და ენერგია.

III. უსაფრთხოების საკითხიც არ უნდა დაივიწყოთ. ყველა ტიპის აივნისთვის დასაშვები დატვირთვა არის გათვალისწინებული. მაგ., აშშ-ში 1 კვ. ფუტზე (1 ფუტ. = 0, 3 მ) – 60 ფუნტია (1 ფუნ. = 0, 45 კგ.) ანუ 1 კვ. მ-ზე, დაახლოებით, 20 ფუნტი ანუ 9 კგ. ანუ რეკომენდირებულია, მსუბუქი გრუნტის გამოყენება, რომელიც ჩვეულებრივ ბაღის მიწაზე 60% მსუბუქი იქნება. გარდა ამისა, კერამიკული ქოთნების ნაცვლად, პლასტიკატის ან ხის კონტეინერები (ყუთები) უნდა გამოიყენოთ. ქოთანი რაც უფრო მსუბუქი იქნება, მით უკეთესი.
ჯუჯა ხეხილი 1, 20 მ. სიმაღლის იზრდება, ხოლო მისი ნაყოფი არც არომატით და არც ზომით არ ჩამორჩება ჩვეულებრივი ხის ნაყოფს.რაც შეეხება მცენარეების მოვლას:
1. კონტეინერი (ქოთანი) 30 ლ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;
2. გრუნტში კარგი დრენაჟი არის საჭირო, რომ ხის ფესვები არ დალპეს;
3. ხე უნდა იდგას მზიან ადგილზე. არ უნდა ხვდებოდეს ორპირ ქარში. პირველი ყინვების შემდეგ, საჭიროა მრავალწლოვანი ნარგავების გასხლა, გრუნტის გადახურვა (“კალკა", პოლიეთილენი, პლასტიკატი და ა. შ.) და გადახურულ ადგილზე გადატანა (დახურული აივანი, საკუჭნაო, ავტოფარეხი...);4. ზამთარში მცენარე, თვეში 2-3-ჯერ უნდა მოირწყას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი ისე დგას, რომ მასში თოვლი არ ჩადის;
5. გაზაფხულზე მცენარე ისევ აივანზე უნდა დააბრუნოთ და გადახადოთ გრუნტს;6. რეგულარული მორწყვის და სასუქის მიწოდების შემთხვევაში (განსაკუთრებით კალიუმის და აზოტის საფუძველზე დამზადებული), მადლიერების ნიშნად, ჯუჯა ხე კარგი მოსავლით დაგაჯილდოვებთ.
მართალია, ეს ხეები ცოტა მეტ ყურადღებას მოითხოვენ და მისი გადაადგილება წელიწადში ორჯერ ადვილი არ არის. მაგრამ, ეს ამად ღირს: გაზაფხულზე ეს მცენარეები ყვავილებით გაგახარებენ, ზაფხულში ნაყოფით, ხოლო შემოდგომაზე – ფერად-ფერადი ფოთლებით.და კიდევ, იგივე წესით, შეიძლება ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა და ვარდების ან ნებისმიერი სხვა ყვავილების ბაღის გაშენება.


მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...