loading...

მარადიული ახალგაზრდობის და სილამაზის სიმბოლო. მცენარე, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში


ქრისტიანულ სიმბოლოებში ის ერთგული სიყვარულის ნიშნად ითვლება.
ებრაულებისთვის ხვავის და მოსავლის სიმბოლო არის და ის სუკოთის დღესასწაულზე მარცხენა ხელში ეჭირათ. 
ბერძნული ლეგენდის მიხედვით, მზის ფერის სურნელოვანი ნაყოფი, გერას აჩუქეს ქორწილში, როდესაც ზევსზე თხოვდებოდა, რომ ის მუდამ ახალგაზრდა და ლამაზი ყოფილიყო. «მისი სურნელი გონებას ახალისებს, ქერქი და კურკა – გულისთვის არის სასარგებლო, რბილობი — შეუდარებელი საკვებია, ხოლო წვენი – წყურვილს კლავს» – ამბობდნენ ძველი ბერძნები.
Загрузка...

რომაული ლეგენდის მიხედვით, ზეიმის დროს, როდესაც ინფორმაცია მოვიდა იუპიტერის და იუნონას ქორწინების შესახებ, მიწის ქალღმერთი სწორედ მას მიირთმევდა. მას შემდეგ, ეს ციტრუსი საქორწინო რიტუალების აუცილებელი ელემენტად იქცა ძველ რომში. 
სკანდინავიურ ლეგენდებში, ის «უკვდავების ოქროს ვაშლებიის» სახელით არის მოხსენიებული. თქმულების თანახმად, ვისაც მისი დაგემოვნების ბედნიერება ხვდებოდა წილად, ცხოვრებაში ავად არასოდეს გახდებოდა.

ძველ ჩინეთში, მას ყველა სახის დაავადების სამკურნალო საშუალებად თვლიდნენ და მკურნალები, ყველაზე ხშირად, ფეხმძიმე ქალებს უნიშნავდნენ.
ამ ლეგენდებში და მითებში, საუბარი ლიმონზე არის, რომელიც მართლაც რომ ძალიან სასარგებლი ციტრუსია. მას შეუძლია, დაავადებების გამომწვევი, 20-მდე სახეობის მიკრობის განადგურება. ავადმყოფობის დროს, განსაკუთრებით სასარგებლოა მისი წვენი. მაგ., წყალში განზავებული (1:1) წვენის ყელში გამოვლებით, შეიძლება ანგინის მორჩენა. ხოლო ყავა, 1 ცალი ლიმონის წვენით – საუკეთესო წამალია თავის ტკივილის დროს.
ლიმონი ძალიან სასარგებლო და ამავდროულად, ოთახის ულამაზესი მცენარეცა, რომელიც თვალს ახარებს.როდესაც მისი ყვავილობის პერიოდი დგება – მთელი ბინა დახვეწილი, ნაზი სურნელით ივსება. გარდა ამისა, მისი ყვავილი ეთერზეთებს გამოიყოფს, რომელიც პათოგენურ მიკრობებს ანადგურებს. ხოლო, ლიმონის ფოთოლი – 85-მდე სამკურნალო ნივთიერების წყარო არის, რომელსაც ჰაერში აფრქვევს. ოთახში, სადაც ლიმონი ხარობს, ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობების გამრავლების შანსი არა აქვთ.
ლიმონის ფოთლის მიერ გამოყოფილი ეთერზეთები დადებითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით, მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მაღალი არტერიული წნევის არსებობის შემთხვევაში, ლიმონის ხის სიახლოვეს, წნევის დარეგულირება ხდება. ოთახში, რომელშიც ლიმონის ხე დგას, ადამიანს მოთენთილობა ეხსნება, ფხიზლდება და კარგ განწყობაზე დგება. ლიმონის ხე მიერ გამოყოფილი ეთერზეთები ტვინის მოქმედებებს ააქტიურებს და ადამიანს უფრო სხარტი აზროვნების საშუალებას აძლევს.ლიმონი პრეტენზიული მცენარე არ არის და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს – მისთვის სავსებით საკმარისია ჩვეულებრივი ბინის, ჩვეულებრივი პირობები.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ჯიშის მცენარე აირჩიოთ. მაგ., ჩინური ჯუჯა ან მეიერის ლიმონი. ისინი თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და С ვიტამინით მდიდარ ნაყოფს იძლევიან (ერთ ხეზე 20-მდე ლიმონის მოკრეფა შეიძლება). უნდა აღინიშნოს, რომ სახლის ლიმონი არაფრით არ ჩამოუვარდება ხარისხით ნაყიდ ლიმონს და უნდა ითქვას, რომ უკეთესიც კია. მის ნაყოფში არ არის საეჭვო სასუქის და პესტიციდების კვალი, ანუ სახლის ლიმონი – ნამდვილი ეკოპროდუქტია!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...