
წარმოგიდგენთ პოპულარულ მცენარეების სახეობებს, რომლებიც შეიძლება მავნე და სახიფათო იყოს კატებისთვის:
გერანი (განსაკუთრებით წითელყვავილიანი მცენარის ფოთლები) – იწვევს ფაღარათს.

აზალია, იგივე როდოდენდრონი, ძალიან ლამაზი მცენარეა, რომელსაც ბევრი ადამიანი მოხიბლული ჰყავს დიდი და კაშკაშა ყვავილებით. მაგრამ, კატებში ეს მცენარე ღებინებას, დიარეას და კრუნჩხვებს იწვევს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად დაიწყებს მის ჭემას, მცენარე შეიძლება ფილტვების, თირკმელების და გულის უკმარისობის მიზეზი გახდეს. ასეთივე პრობლემები ექმნება კატას ასპარაგუსის, სუროს ან ციპერუსის შეჭმის შემთხვევაშიც.

იტვირთება...
loading...

ნიუკასებრთა (Araceae) ოჯახის წარმომადგენლები: დიფენბახია, აგლაონემა, ანთურიუმი, ზამიოკულკასი, კალადიუმი, მონსტერა, სპატიფილიუმი, სინგონიუმი, ფილოდენდრონი და ასევე ბეგონია, ფოთლების წვენში, აქტიურ ნივთიერებას (COOH)₂ შეიცავს, რომელიც იწვევს ლორწოვანი გარსის – პირის ღრუს და ხახის დამწვრობას. ასეთ დაზიანებას თან შეშუპება ახლავს, ხოლო რთულ შემთხვევაში, ჟანგბადის მიწოდება წყდება და კატა იგუდება. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის წვენი თვალში მოხვდება, კონიუკტივიტი უვითარდება და რქოვანას დაზიანება ხდება.


ქენდირისებრთა (ლათ. Apocynaceae) ოჯახის წარმომადგენლებ: ოლეანდრი, მანდევილა, კატარანტუსი, დიდი რაოდენობით გლიკოზიდებს და ალკალოიდებს შეიცავს, რომელსაც ღებინების და დიარეის გამოწვევის გარდა, ნერვული აშლილობის და გულის ფუნქციონირების დარღვევა და მისი გაჩერებაც კი შეუძლია.

კატებისთვის ასევე სახიფათოა მარადმწვანე ბზა. ის მწვავე ინტოქსიკაციას იწვევს და შეიძლება, მოწამვლამ სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ქლოროფიტუმი –პრინციპში, სახიფათო არ არის, მაგრამ მისი ზოლიანი ფოთლების ჭამის შემდეგ, ზოგიერთ კატას კანზე ალერგიული გამონაყარი უჩნდება.


კატამ მცენარის ღეჭვას თავი რომ დაანებოს, წყალში ცოტა ლიმონის წვენი უნდა გავხსნათ და მცენარის ფოთლები პულვილიზატორით დავამუშაოთ. ციტრუსის არომატი კატას დააფრთხობს, მაგრამ სანაცვლოდ სპეციალური ბალახი უნდა შევთავაზოთ. ეს შეიძლება იყოს შვრიის ჯეჯილი, რომლებიც კატებს ძალიან უყვართ.

ისეც ხდება, რომ კატები, წლების მანძილზე, პოტენციურად სახიფათო მცენარესთან ერთად ცხოვრობენ და ეს არ იწვევ თვალსაჩინო ცვლილებას, მათი ორგანიზმის მუშაობაში. მაგრამ, არის შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხოველს სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს, 1-2 ფოთოლის შეჭმის შემდეგ რომ იწამლება. თუ ასე მოხდა, საჭიროა მისთვის პირის ღრუს გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიცემა და ვეტერინართან წაიყვანა.
