Загрузка...

ოთახის მცენარეს ხშირი და ლამაზი ყვავილობა რომ ჰქონდეს...



თუ თქვენ ოთახის მცენარეს წესების ზედმიწევნით დაცვით უვლით, მაგრამ ის მაინც საკმარისი რაოდენობით ყვავილს არ იკეთებს, მაშინ ეს პატარა ხრიკი უნდა გამოიყენოთ და ამის შემდეგ, აუცილებლად დატკბებით თქვენი საყვარელი ყვავილების სურნელით. ამასთან, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე! ამისთვის კი, მორწყვის დროს, წყალში მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დამატება არის საჭირო და ეს ინგრედიენთი, თითქმის, ყველა ოჯახში მოიპოვება.
იტვირთება...
loading...
სასუქის საიდუმლო ძალიან მარტივი და როგორც აღნიშნული იყო, ყველასთვის ხელმისაწვდომია. მისი გამოყენების შემთხვევაში, შედეგი არ დააყოვნებს და მცენარე ულამაზესი, ფუმფულა ყვავილებით გაგახარებთ.
მაშ ასე, იმისთვის რომ მცენარე უფრო მეტად გალამაზდეს და თან ხანგრძლივი დროის მანძილზე, მორწყვის დროს, წყალში აბუსალათინის ზეთი უნდა ჩაამატოთ, რომლის წყალობით ყვავილები ძალიან დიდი ზომის და სიცოცხლისუნარიანი იქნება. გარდა ამისა, მას უფრო მკვეთრი, გაჯერებული ფერიც ექნება.

მომზადება:
1 ლ-იან ბოთლში ჩაასხით წყალი > გააჩერეთ ასე (სახურავის გარეშე) 24 სთ-ს მანძილზე > დაუმატეთ 1 ჩ. კ. აბუსალათინის ზეთი > დაახურეთ სახურავი და იქამდე აჯანჯღარეთ, ვიდრე ზეთი პატარა ფრაქციებად არ დაიშლება და წყალს არ შეერევა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ზეთმა მცენარის ფესვები არ დააზიანოს.
წყალში ზეთის გახსნისთანავე, მაშინვე უნდა მორწყათ მცენარე, ვიდრე ზეთი ზემოთ ამოვა და ისევ შეიკვრება.
მცენარე მაშინ უნდა მორწყათ ამ ნაზავით, როდესაც კოკრებს გაიკეთებს. თუ ეს წელიწადში ერთხელ ხდება, შესაბამისად, მხოლოდ ერთხელ უნდა მორწყათ. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ის მთელი წლის მანძილზე ყვავის, მაშინ აბუსალათინის ზეთიანი წყლით, მცენარე თვეში ერთხელ უნდა მოირწყას.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ