Загрузка...

ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ


ძველი ბერძნები იას მწუხარების და სიკვდილის ყვავილად თვლიდნენ და ამ მცენარით უდროოდ გარდაცვლილი გოგონების საფლავებს რთავდნენ. მაგრამ, ანტიკურ ეპოქაში, ამ მშვენიერ ყვავილს სხვა დანიშნულებაც ჰქონდა: ის გაზაფხულის მოსვლის და ბუნების გაღვიძების მაუწყებელი იყო.
ძველი ბერძნული მითის თანახმად, ტიტანი ატლასის ერთ-ერთმა ქალიშვილმა, მასზე შეყვარებული აპოლონის დევნისგან თავის დასაცავად, დახმარებისთვის ზევსს მიმართა. მეხის მტყორცნელმა გოგონა იად გადააქცია და თავის ზეციურ ტყეში დამალა. შესაძლებელია, რომ ადამიანებს არასოდეს ენახათ ია, რომ არა ერთი შემთხვევა: ერთხელ, პერსეფონა, ზევსის და ნაყოფიერების ქალღმერთის, დემეტრას ქალიშვილი, ქვესკნელისა და საიქიოს მბრძანებელმა, აიდმა მოიტაცა, სწორედ იმ დროს, როდესაც ის ამ მშვენიერ ყვავილებს კრეფდა. შეშინებულმა გოგონამ იები მიწაზე მოაბნია.
იტვირთება...
loading...
წუხილის ასოციაციის მიუხედავად, ია ანტიკურ ეპოქაში, ბერძნებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ყვავილი იყო. ისინი ამ ყვავილით სახლებს, ტაძრებს და ღმერთების ქანდაკებებს რთავდნენ. ამასთან, ეს ყვავილი, ათენის სიმბოლოც იყო და მხატვრები ქალაქს იის გვირგვინიანი ქალის სახით ასახავდნენ.
დღესაც არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ია მარტოობის ყვავილია და სადაც ის არის, ძალიან ძლიერი ქალური ატმოსფერო იქმნება, რომელსაც მამაკაცის ენერგეტიკა ვერ ეგუება. მაგრამ, ამასთან ერთად, არსებობს დიამეტრალურად საპირისპირო აზრიც, რომლის მიხედვით, იას ოჯახისთვის სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს და არსებობს ცრურწმენაც, რომლის მიხედვით, თუ გასათხოვარი გოგონა გათხოვილი ქალისგან საჩუქრად იას მიიღებს, უახლოეს მომავალში, ოჯახს შექმნის. და თუ ასეთ საჩუქარს, ქალს მამაკაცი გაიკეთებს, სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ის გახდეს მისი რჩეული.

ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, იის ზოდიაქოს ნიშანი კურო არის. პატარა მცენარე ძალიან მგრძნობიარეა ოჯახის ფსიქოლოგიური მიკროკლიმატის მიმართ. ის ჰარმონიის და სტაბილურობის სიმბოლოა და ითვლება რომ ეს ყვავილი, ნეგატიური ენერგიისგან, სივრცის საუკეთესო «გამწმენდი» არის. კუროსთან კავშირის გამო, ყვავილს ოჯახში კეთილდღეობა მოაქვს.
გარდა ამისა, ფერების მიხედვით, განსხვავებულია ამ მცენარის ენერგეტიკა და დანიშნულება:
თეთრი ყვავილი დადებით გავლენას ახდენს პატარა ბავშვებზე. ის მათ აგრესიის დამარცხებაში ეხმარება. თეთრი ია აუცილებლად უნდა იყოს მგრძნობიარე ადამიანის სახლში, რადგან ის დამამშვიდებლად მოქმედებს შინაგანი განცდებისა და შფოთის შემთხვევაში. თეთრი ია ასუფთავებს სულს სტრესისგან და განშორებით გამოწვეულ ტკივილს აყუჩებს.
წითელი და ვარდისფერი იები, ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარებიან. სახლში, სადაც ასეთი ყვავილები არის, ადამიანები, ფაქტიურად, არ ავადმყოფობენ. ისინი ადამიანს მავნე ჩვევების დამარცხებაში ეხმარებიან. მაგ., როგორიც არის ჭამისადმი სიყვარული. გარდა ამისა, ეს მცენარეები იდეალურია პესიმისტებისთვის და მათთვის, ვინც საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო არის. წითელ და ვარდისფერ იებს ადამიანის დეპრესიიდან გამოყვანა და მისი ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლა შეუძლიათ.
იისფერი ყვავილი სიბრძნისა და სულიერების სიმბოლოდ ითვლება და ყველაზე მეტი სარგებლობის მოტანა მასწავლებლებისთვის და ფსიქოლოგებისთვის შეუძლია. იისფერი იები ადამიანებს ურთიერთობების დამყარებაში ეხმარებიან.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ