Загрузка...

ქოთნის იების სილამაზის 5 საიდუმლო


ია ყველაზე ნაზი და ყველასთვის საყვარელი ყვავილია, ლამაზი პატარა ყვავილებით და ფუმფულა ხავერდოვანი ფოთლებით. არიან ადამიანები, რომლებსაც სახლში, ქოთნის მცენარეებიდან, მხოლოდ ეს ყვავილი აქვთ.
თუ თქვენც იების თაყვანისმცემელთა რიცხვს ეკუთვნით, აუცილებლად უნდა იცოდეთ 5 საიდუმლო, რომელიც ამ მცენარეებზე ზრუნვას გაგიადვილებთ და თქვენს იებს ყოველთვის ლამაზი და ჯანმრთელი იერი ექნება!

სასუქი

ნებისმიერ მცენარეს ესაჭიროება სასუქი და ია – გამონაკლისი არ არის. ფლორისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ იისთვის საუკეთესო სასუქი, შავი ჩაის ნაყენია. მაგრამ, არა მორჩენილი ფოთლები, არამედ ოთახის ტემპერატურაზე გაციებული თხევადი ნაყენი. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ამ სასუქის გამოყენება არ შეიძლება. ამ ნაყენით მცენარის მორწყვა მხოლოდ გაზაფხულზე არის რეკომენდირებული. ხოლო წლის სხვა სეზონებზე, საჭიროა სპეციალური, იებისთვის განკუთვნილი სასუქის შეძენა. თუმცა, საფუძვლად* აუცილებლად ჩაის ნაყენი უნდა გამოიყენოთ.* სულ ერთია სასუქი თხევადი იქნება, თუ მშრალი, ინსტრუქციაში ყოველთვის წერია, რომ სასუქის რაღაც რაოდენობა, გარკვეული რაოდენობის წყალში უნდა გაიხსნას. წყლის ნაცვლად, სასუქის მომზადებისას, ჩაის ნაყენი გამოიყენეთ.
იტვირთება...
loading...

ქოთნის სწორედ შერჩევა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქოთანი დიდი არ იყოს. უფრო მეტიც, ის იმდენად პატარა უნდა იყოს, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდეს, თითქოს ყვავილი ძალიან ვიწროდ არის მასში. დიდი ზომის ქოთანში მცენარის დარგვის შემთხვევაში, მას ფესვები და ფოთლები გაეზრდება და შეიძლება, ყვავილი არასდროს გამოიტანოს.

ზომიერი მორწყვამორწყვის დროს, წყალი ფოთლებს არ უნდა მოხვდეს. იმ შემთხვევაში, თუ წყალი ფოთლების ძირში, განშტოებაში მოხვდება, ის ლპობას დაიწყებს. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტია მიწაში სადრენაჟო მილის ჩადგმა და მისი საშუალებით, წყლის და სასუქის (სასუქი 10 დღეში ერთხელ) პირდაპირ ფესვებისთვის მიწოდება არის, ან შეგიძლიათ ნიადაგი ქვემოდან დაატენიანოთ – წყალი ქოთანში სადრენაჟო ნახვრეტებით შეუშვათ. ქვემოდან მორწყვის შემთხვევაში, იის ქოთანი 10-15 წუთით წყალში უნდა ჩადგათ.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოდან მორწყვა გირჩევნიათ, იმდენი წყალი უნდა დაასხათ, ვიდრე ქოთნის ძირიდან არ გამოჟონავს. ხოლო იმისთვის, რომ წყალი ფოთლებს არ მოხვდეს, ის ქოთნის კიდესთან უნდა დაასხათ.
სადრენაჟე ნახვრეტები
იას არ უყვარს მეტისმეტად ტენიანი ნიადაგი და ამიტომ, მის ქოთანს ერთი კი არა, ბევრი ნახვრეტი უნდა ჰქონდეს. ამასთან, ნახვრეტები საკმაოდ დიდი ზომის უნდა იყოს. და არც კერამზიდი დაივიწყოთ. ის საუკეთესო სადრენაჟე საშუალებაა და ქოთნიდან მიწაც არ გამოირეცხება.

ნიადაგი
ექსპერიმენტებით თავი რომ არ დაიტანჯოთ, უმჯობესია თავიდანვე შეიძინოთ იებისთვის განკუთვნილი სპეციალური გრუნტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იები მეტისმეტად მგრძნობიარენი და პრეტენზიულები არიან ნიადაგისადმი. თუ გამზადებული სუბსტრატი ვერ იშოვეთ, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ, ქვემოთ მოცემული რეცეპტით:

შენიშვნა: რეცეპტში მოცემული ხის ნახშირი, შეგიძლიათ აქტივირებული ნახშირით (აფთიაქში იყიდება) ჩაანაცვლოთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ