Загрузка...

როგორ დავაფესვიანოთ ვარდი სახლის პირობებში (3 მეთოდი)


თუ პროფესიონალი მებაღე არა ხართ, პრობლემა არ არის. თქვენ მაინც შეძლებთ ვარდის დაფესვიანებას სახლის პირობებში და ულამაზესი ვარდის გაზრდას. ასე მცენარესაც გაუხანგრძლივებთ სიცოცხლეს (ფაქტიურად, აჩუქებთ) და საყვარელი ადამიანისგან მორთმეული თაიგულის ვარდი სამახსოვროდ დაგრჩებათ.
ასე, რომ, თუ ლარნაკში ვარდები გაქვთ, რომლის ნახვასა საკუთარ ბაღში ან საკარმიდამო ნაკვეთზე ისურვებდით, დაჭკნობის შემდეგ ნუ გადააგდებთ. შეგიძლიათ, მისი დაფესვიანება სცადოთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ არაფერს კარგავთ? ხოლო, ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს თუ შეასრულებთ, ყველაფერი გამოგივათ და მხოლოდ მოგებული დარჩებით.
იტვირთება...
loading...

ბასრი დანით ვარდს მოაჭერით ზედა ნაწილი ისე, რომ კალმის სიგრძე 25–30 სმ. იყოს. გადაჭრის ადგილზე გადაუსვით ცვილი. ამის შემდეგ, მოაცილეთ მას ყველა ფოთოლი და ქვედა მხარესაც მოაჭერით ცოტა, რომ გადაჭრის ადგილი განახლდეს (შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ვარდი დააფესვიანოთ).
შენიშვნა: კალმის ქვედა ნაწილის მოჭრისას (განახლებისას) გაითვალისწინეთ, რომ გადაჭრის ხაზი 45 გრადუსით უნდა იყოს დახრილი, არც სწორედ უნდა იყოს გადაჭრილი და არც მკვეთრად ჩამოთლილი.
ამის შემდეგ, ქვემოთ მოცემული მეთოდებიდან, რომელიმე აირჩიეთ და ვარდის კალამი დაამუშაოთ. სამივე შემთხვევაში, შედეგი გარანტირებულია. არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთოთ, თუ თქვენ რომელი უფრო გაწყობთ, ან შეგიძლიათ, ექსპერიმენტი ჩაატაროთ და სამივე მეთოდი გამოსცადოთ.

პირველი მეთოდი
მოამზადეთ საფუარიანი ხსნარი (50 გრ. საფუარი გახსენით 5 ლ. წყალში). მოათავსეთ მასში ვარდის კალამი 1/3 -ზე და გააჩერეთ 24 საათი. ამის შემდეგ, კარგად გარეცხეთ თბილი წყლით და ჩადეთ გამჭვირვალე ჭურჭელში ისე, რომ წყალი ნახევრამდე სწვდებოდეს. ვიდრე დაფესვიანების პროცესი არ დასრულდება, რეგულარულად დაამატეთ წყალი, იმდენი რომ, წყალი ყოველთვის ერთ დონეზე იყოს.

მეორე მეთოდი
1 ჩ. კ. თაფლი გახსენით 1 ლ. წყალში. მოათავსეთ ხსნარში ვარდის კალამი 1/3-ზე და გააჩერეთ 12 სთ. ამის შემდეგ ამოიღეთ ხსნარიდან და ჩადეთ გამჭვირვალე ჭურჭელში ისე, რომ წყალი ნახევრამდე სწვდებოდეს. ვიდრე დაფესვიანების პროცესი არ დასრულდება, რეგულარულად დაამატეთ წყალი, იმდენი რომ წყალი ყოველთვის ერთ დონეზე იყოს.

მესამე მეთოდი
გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ კალამს ნახევრამდე ფარავდეს. ჩაამატეთ 10 წვეთი ალოეს წვენი. 10 დღის შემდეგ, კიდევ 5-7 წვეთი დაამატეთ (წვენი ახალი უნდა იყოს). რეგულარულად დაამატეთ წყალი.მას შემდეგ, რაც ვარდს საკმაოდ მსხვილი ფესვები გაეზრდება, ის, მცენარის დარგვის ყველა წესის დაცვით, გადარგეთ ქოთანში, ყვავილებისთვის გათვალისწინებულ გრუნტში ან ბაღში, თუ ღია გრუნტში მცენარეების დარგვის სეზონი არის.თქვენი ვარდი აუცილებლად გაიხარებს!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ