Загрузка...

ოთახის მცენარეების მაგიური თვისებები



მცენარეები, თავიაანთი ენერგეტიკით, გავლენას ახდენენ როგორც სახლის ატმოსფეროზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც მასში ცხოვრობენ ან სტუმრად არიან. გარკვეულ სიტუაციებში, შეიძლება, ზოგიერთი მცენარე, მთლად უვნებელი არ იყოს. მაგ., თუ ქალბატონს ოჯახის შექმნის სურვილი აქვს, მის ბინაში არ უნდა იყოს ია, ხოლო ციკლომენი და ამარილისი, პირიქით, ამ სურვილის ასრულებაში დაეხმარება.არ არის რეკომენდირებული სახლის პირობებში ისეთი მცენარეების გახარება და გამრავლება, რომლებსაც ადამიანის ენერგიის მითვისება შეუძლიათ (მცენარეებშიც არიან ენერგოვამპირები). თუ ეს მცენარეები ძალიან მოგწონთ და ვერ ელევით, ნუ მოათავსებთ მათ საძინებელში და ბავშვის ოთახში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ «ვამპირების» გარემოცვაში, ცხოვრება ადვილი არ არის — გარდა იმისა, რომ ისინი ოჯახის წევრების ენერგიას იწოვენ, პრობლემებსაც იზიდავენ.

მაგ, . მონსტერა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით ძალიან კარგად გამოიყურება, ფენ-შუის სწავლების მიხედვით, მეტად არასასურველია ადამიანებისთვის. მას დიდ რაოდენობით ენერგიის მითვისება შეუძლია და განსაკუთრებით სახიფათოა მისი დადგმა საძინებელში, რადგან ადამიანი უძილობით და კოშმარებით დაიტანჯება. მსგავსი თვისებები აქვს დიფენბახიას და ოთახის გვიმრას. ამიტომ, ამ მცენარეების განთავსება რეკომენდირებულია მხოლოდ დიდი ოფისებში და საავადმყოფოს დერეფნებში, სადაც ბევრი ადამიანი ტრიალებს. საავადმყოფოში ეს მცენარეები სასარგებლოც კი არის, რადგან ნეგატიური ენერგეტიკისგან ასუფთავებენ ატმოსფეროს.
იტვირთება...
loading...
სურო — მცენარეა, რომლის გაჩერება სახლში კატეგორიულად არ შეიძლება. განსაკუთრებით არ არის რეკომენდირებული ახალგაზრდა ქალბატონებისთვის, რომლებსაც ოჯახის შექმნის სურვილი აქვთ. ეს მცენარე მამაკაცებს აფრთხობს და ძლიერი ენერგოვამპირიც არის. ის სწრაფად იწოვს ადამიანის ენერგიას და მის ბიოველს ასუსტებს.
ვარდის მოშენება არ არის რეკომენდირებული სუსტი ენერგეტიკული ველის მქონე ადამიანებისთვის. თუ ადამიანი დაღლილობას და ტონურის დაქვეითებას უჩივის, კიდევ უფრო ცუდად იგრძნობს თავს ქოთნის ვარდების გარემოცვაში. ამ მცენარემ, შესაძლებელია, მოუსვენრობა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ხოლო ვინც, პირიქით, ენერგიის მოზღვავებას გრძნობს, შეუძლია ზედმეტი ენერგია ვარდს «გადაულოცოს» და სიმშვიდე მოიპოვოს. ამ შემთხვევაში, ვარდი სასარგებლოც კი არის.
ბეგონიაც ძლიერი ვამპირია და განსაკუთრებით სახიფათოა ის ხანდაზმულების, მარტოხელების და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. თუმცა, ბეგონია, გარკვეულ სიტუაციებში, სასარგებლო არის. მაგ., იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ხშირად მოდიან სტუმრები. ფენ-შუის თანახმად, უცხო ადამიანებს, სახლში საკუთარი ენერგეტიკა მიაქვთ და ის, ხშირ შემთხვევაში, ნეგატიურია (არა იმიტომ რომ ბოროტები არიან. უბრალოდ, დღის მანძილზე, ადამიანებს ნეგატიურ გარემოში უწევთ ყოფნა, რაც მათ ენერგეტიკაზეც აისახება). ბეგონიას შეუძლია ამ ენერგიის შთანთქმა და ოჯახის წევრების დაცვა.
რა თქმა უნდა, ყოველთვის აუცილებელი არ არის მცენარე-ვამპირების თავიდან მოცილება. ყველაფერი ოჯახის წევრების ენერგეტიკულ პოტენციალზე არის დამოკიდებული. თუ ადამიანი ძალ-ღონით არის სავსე და ჯანმრთელობას არ უჩივის, მასზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მცენარე, თუნდაც ის ყველაზე დიდი ვამპირი იყოს, მცენარეებს შორის. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს პრობლემები აქცს, ჯანმრთელობის მხრივ, პირად ცხოვრებაში ან კარიერაში, მცენარე-ვამპირები კიდევ უფრო ამძიმებენ სიტუაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ გამოცდით ბედს და მხოლოდ ის მცენარეები მოაშენეთ, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ, ადამიანების უმრავლესობაზე.
მაგ., ია დადებითად მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებზე და ბავშვებზე. ის თავისი მაგიური ენერგიის წყალობით, სახლში არავითარ შემთხვევაში არ შემოუშვებს დეპრესიულ განწყობას. ხოლო, იასამნისფერ იას სახლი ნეგატიური ენერგეტიკისგან 
გაასუფთავება შეუძლია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სურვილის მიუხედავად, ქალბატონს ბედი არ ეხსნება, შესაძლებელია, ამის მიზეზი იყოს ია, რომელსაც არ უნდა ოჯახში უცხო მამაკაცის შემოშვება. მსგავსი თვისება აქვს კამელიას, რომელიც იის მსგავსად, მარტოობის ყვავილა. თუმცა, ამ უკანასკნელს კომპლექსებთან ბრძოლა შეუძლია და ის აუცილებლად უნდა იყოს მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანის სახლში.
თუ ოჯახის შექმნა გინდათ და ია ან კამელია ამის უფლებას არ გაძლევთ, ჰიბისკური (ჩინური ვარდი)უნდა შეიძინოთ. ის მაგნიტივით იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს.

მეუღლეებს შორის სიყვარულის და სტაბილური ოჯახი ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლიათ ლიანებს. ხოლო, მარტოხელებისთვის ამ მცენარესთან ერთად ცხოვრება რეკომენდირებული არ არის.
მარტოხელა ქალბატონების საძინებელში აუცილებლად უნდა იყოს ანთრიუმი და სპატიფილიუმი,ტყუილად ხომ არ ეძახიან ამ უკანასკნელს სიყვარულის ყვავილს?
სიყვარულის ყვავილების ჯგუფს განეკუთვნება ორქიდეაც. ეს ელეგანტური მცენარე ხასიათსაც გამოუსწორებს ადამიანს და სახლის ენერგეტიკასაც გაასუფთავებს ნეგატივისგან, ისევე როგორც ბალზამინი (უკადრისა).
პოზიტიური ენერგიის გავრცელების გარდა, ბალზამინს სახლის ჰაერის გაწმენდაც შეუძლია, რაც ამ მცენარის გახარების და მასზე ზრუნვის კიდევ ერთი მიზეზი არის.

მაგიური თვისებები აქვს თეთრ ლილისაც. ეს მცენარე ისე უნდა განათავსოთ, რომ მთვარის შუქი პირდაპიე ყვავილებზე ეცემოდეა. ღამ ის მთვარის ენარგიას შთანთქავს, ხოლო დღე, - თავის მაგიურ ძალას იმას გადასცემს, ვინც მასზე ზრუნავს.
კაკტუსი მხოლოდ მშვიდ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სახლში. მეტისმეტად აქტიური ადამიანები ეკლიან მცენარესთან მეზობლობის გამო, შესაძლებელია, აგრესიულები გახდნენ.
უამრავი მცენარე არსებობს და თითოეულის განხილვა, ერთი სტატიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თუმცა, ერთი მარტივი წესი არსებობს, რომელიც სახლისთვის მცენარის შერჩევაში დაგეხმარებათ: ფენ შუის თანახმად, სასტუმრო და საძინებელ ოთახებში არ შეიძლება ისეთი მცენარეეების შეტანა, რომლებსაც წვეტიანი ან «დახეული» ფოთლები ან გვირგვინის ფურცლები აქვს. ითვლება, რომ ფლორის ამ წარმომადგენლებს ნეგატიური ენერგიის გამოსხივება შეუძლიათ.
აქვე გთავაზობთ იმ მცენარეების სიას, რომლებიც ადამიანს ენერგიით ამარაგებენ:
ბალბა (გერანი)
კალიზია (ოქრის ულვაში)
ოთახის ია (სენპოლია)
ტრადესკანტია
ამარილისი
ციტრუსები
ალოე
კრასულა (ბარაქის ხე)
ფიკუსი
ოთახის ბროწეული
პუანსეტია (შობის ვარსკვლავი)
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ