Загрузка...

რატომ უნდა ჩავარჭოთ ასანთის ღერები ქოთანში



ოთახის მცენარეები არა მარტო სიმყუდროვეს მატებენ ოთახს, არამედ წმენდენ და ჟანგბადით ამდიდრებენ ჰაერს. სამწუხაროდ, ხან ისეც ხდება, რომ მცენარე, აუხსნელი მიზეზის გამო, ჭკნობას იწყებს და როგორც არ უნდა მოვინდომოთ... მისი გამოცოცხლება შეუძლებელი ხდება.
იტვირთება...
loading...

ამის მიზეზი, შეიძლება, პატარა ზომის მავნებლები იყვნენ, მაგ., ქინქლები, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.
საბედნიეროდ, არსებობს ერთი ხრიკი, რომელიც სწრაფად მოაცილებს ამ პარაზიტებს ქოთნის მცენარეებს და პრობლემაც მოგვარდება. ამისთვის, სულ რამდენიმე ასანთის ღერი არის საჭირო!
მაშ, ასე, მცენარე რომ ვიხსნათ ამ მავნებლებისგან: ასანთის თავი მიწაში უნდა ჩავარჭოთ, ქოთნის კიდიდან 5 სმ-ს დაშორებით და მოვრწყათ მცენარე. 2 დღის შემდეგ, ასანთები ახალი ასანთებით უნდა ჩავანაცვლოთ და კიდევ 2 დღის შემდეგ – მწერები გაქრებიან.
ამის შემდეგ, აღარ იქნება საჭირო მცენარის მორწყვა ინსექციდებით! ფოსფორი და გოგირდი, რომლებსაც ასანთის თავი შეიცავს, ნიადაგში ჟონავს და მცენარეებს იცავს «დაუპატიჟებელი სტუმრებისგან».
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ