Загрузка...

ადვილად მოსავლელი სახლის ყვავილები



ია (სენპოლია) — ყველაზე მადლიერი ყვავილია ოთახის მცენარეებს შორის, რადგან მას სულ მცირეოდენი ყურადღება ესაჭიროება, რომ თავისი ულამაზესი ყვავილებით გაგახაროთ.
იას განსაკუთრებული მოთხოვნები არა აქვს განათებისადმი. კარგად გრძნობს თავს, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის, ისე ჩრდილოეთით მდებარე ფანჯრის რაფაზე. სამხრეთის ფანჯარა, მხოლოდ ზამთრის სეზონზე გამოდგება, რადგან ზაფხულში მზის სხივებმა შეიძლება ფოთლები დაუწვას. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ იას ფესვთა სისტემა ზედაპირზე აქვს და ჭარბი რაოდენობის წყლის დასხმის შემთხვევაში, ფესვები ულპება და მცენარე იღუპება. ამიტომ, წყალი მხოლოდ მაშინ უნდა დაასხათ, როდესაც მიწა კარგად გაშრება. ამ ყვავილებს ვიწრო ქოთნები უყვართ — ეს აუცილებელია ლპობის და ავადმყოფობის პროფილაქტიკისთვის. ვიწრო ქოთნებში, იის ყვავილობა უფრო დიდი ხნის მანძილზე გრძელდება.
იტვირთება...
loading...
ეპიფილუმი (ლათ. Epiphyllum) — ძალიან სწრაფად იზრდება, უპრეტენზიოა ოთახის ტემპერატურის მიმართ. იმისთვის რომ წელიწადში 2-3-ჯერ გამოიტანოს ყვავილი, საჭიროა გაბნეული სინათლე და წყლის დასხმა, საჭიროების მიხედვით — მიწის ზედაპირი კარგად რომ გამოშრება. აღსანიშნავია, რომ სელექციონერები აქტიურად მუშაობენ ყვავილის ამ სახეობაზე და ეპიფილუმის სულ ახალ-ახალი ჯიშები და ჰიბრიდები იქმნება. გამოცდილი მეყვავილეებიც კი, გაოცებულები არიან მათი ყვავილების ფერების მრავალფეროვნებით.

გერანი (ზეთის ნემსიწვერა) — საკმაოდ არაპრეტენზიული, გვალვაგამძლე მცენარეა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გაგახარებთ ულამაზესი ყვავილებით. უყვარს მზიანი, მაგრან პირდაპირ დაცემული სხივები სასურველი არ არის. ზაფხულში ხშირად უნდა მორწყვა — კვირაში 3-ჯერ, ზამთარში — მხოლოდ ერთხელ.

ბალზამინი — თავისი უპრეტენზიულობის, მუდმივი ყვავილობის და ადვილად გამრავლების გამო, ყველაზე პოპულარულია, ოთახის მცენარეებს შორის. მუდმივი ყვავილობისთვის მას, თუნდაც რამდენიმე საათით, სინათლე ესაჭიროება, მაგრამ უპრობლემოდ გაიზრდება ნებისმიერ ადგილზე, თუნდაც, ბნელ კუთხეში. ზაფხულში კარგად გრძნობს თავს ღია აივანზე. ის ტენის მოყვარული მცენარეა, მაგრამ გვალვაშიც შეუძლია თავის გატანა. წყლის ნაკლებობის შემთხვევაში, მხოლოდ სიმტკიცეს კარგავს და ქვედა ფოთლები სცვივა. ამიტომ, ის ხშირ მორწყვას საჭიროებს. მიწის ზედაპირი მუდამ ნოტიო უნდა იყოს.

სპატიფილუმი (ქალის ბედნიერება) — ძალიან უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელი მცენარეა. კარგი არჩევანია როგორც სახლისთვის, ისე ოფისისთვის. ის კარგად იტანს მშრალ ჰაერს, მაგრამ ნოტიო მიწა უყვარს. მისთვის საკმარისია გაბნეული დღის სინათლე და ცივი წყლის შხაპი (შხაპი პირდაპირი მნიშვნელობით – აბაზანაში შეიტანეთ და შხაპი მიაღებინეთ), როდესაც მიწის ზედაპირი გაშრება. ასეთი პროცედურების შედეგად, მცენარე არა მარტო ყვავილებით გაგახარებთ, არამედ, დიდ ბუჩქადაც ჩამოყალიბდება. მორწყვა ხშირად უნდა — კვირაში 3-ჯერ.
P. S. მცენარე, როგორც არ უნდა, მარტივი მოსავლელი იყოს, მას ყველა ვარიანტში, კვება ესაჭიროება. თუმცა, არც ეს არის დიდი პრობლემა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ