Загрузка...

როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს



როდესაც გასული საუკუნის 80-იან წლებში, NASA-ს მეცნიერები, ლანდშაფტოლოგებთან ერთად, სწავლობდნენ სახლის მცენარეების მიერ კოსმოსური ხომალდის ჰაერის გაწმენდის შესაძლებლობებს, აღმოაჩინეს რომ ზოგიერთი მცენარე, სხვებზე უფრო ეფექტურად, წმენდს ჰაერს. და თუ მცენარეებს, ამა თუ იმ ოთახისთვის, სწორედ შევარჩევთ, ჩვენს სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იქნება!
ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეები, თითქმის, ერთნაირად ებრძვიან ჰაერში არსებულ საყოფაცხოვრებო ქიმიურ ნივთიერებებს, მაგრამ ყველას ერთნაირ გარემოში არ შეუძლია გახარება. ზოგს კარგად განათებული სივრცე მოსწონს, ზოგიც ჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს. ამიტომ, როდესაც მცენარეს ვირჩევთ ჰაერის გაწმენდის მიზნით, არა მარტო საკუთარ თავზე, მის კომფორტზეც უნდა ვიზრუნოთ.
იტვირთება...
loading...
ბავშვის ოთახში
ოთახში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, ჰერბერი (Gerbera jamesonii) უნდა «დავასახლოთ», ის კარგად შთანთქავს ბენზოლს, რომელსაც პლასტმასი, რეზინი, სინთეტიკური ბოჭკოები და სხვა ნივთები გამოყოფენ.

კაბინეტში

სამუშაო ოთახებში, ყველაზე კარგია კაკტუსის (Cereus peruvianus) დადგმა არის. რადგან ის შთანთქავს კომპიუტერის მიერ გამოსხივებულ ელექტრომაგნიტურ ენერგიას.

მისაღებ ოთახში
ბენჟამინის ფიკუსი (Ficus benjamina) კარგი ვარიანტია მისაღები ოთახისთვის. ის ასუფთავებს ჰაერს ქსილოლის ორთქლის, ამიაკის, ფორმალდეჰიდის და ტოლუოლისგან. ამ მცენარის დადგმა კარგი იქნება სამუშაო კაბინეტშიც, საოფისე ტექნიკასთან ახლოს.
გასახდელ ოთახში
ქლოროფიტუმი (Chlorophytum comosum) მშვენივრად გრძნობს თავს ნებისმიერ გრუნტში, გრილ და ბნელ სივრცეებში. მორწყვის გარეშე შეუძლია 1 თვის მანძილზე გაძლოს. ის უვნებელია შინაური ცხოველებისთვის. კარგად იბრძვის სხვადასხვა სახის საგნის ზედაპირიდან აორთქლებულ ქიმიურ ნივთიერებებს: პოლიგრაფიულ, ტყავის და კედლის ქიმიურ ნაერთებს.
ძველ სახლებში

ძველ სახლებში, ყველაზე კარგია გერანიუმი (Pelargonium) გამრავლება. ის ახდენს ჰაერის დეზიმფექციას და ამავდროულად ითავსებს დეზოდორანტის ფუნქციას. დიდი რაოდენობით ეთერული ნივთიერების შემცველობის გამო, ოთახში სასიამოვნო არომატი დგება, რომელიც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
დერეფანში
დერეფანში კარგად ხარობს კოლეუსო (Solenostemon scutellarioides), არა სჭირდება მიწის ხშირი გამოცვლა და გამოკვება. კარგად იზრდება და კარგად იტანს ორპირ ნიავს, ფილტრავს ჰაერს.
ყველაზე ნაკლებად პრეტენზიული და ადვილად მოსავლელი სპატიფილუმი (Spathiphyllum), ყველაზე უკეთესად ასუფთავებს ჰაერს ბენზოლის და ფორმალდეჰიდისგან, ყველაზე ტოქსიკური ნივთიერებებისგან, რომელიც შეიძლება საცხოვრებელ სახლში იყოს.
სახელოსნოში

ოქროსფერი ეპიპრემიუმი (Epipremnum aureum) განსაკუთრებული ამტანობით გამოირჩევა. მას შეუძლია ჩრდილში გაიზარდოს, კარგად იტანს დაბალ ტემპერატურას. ასუფთავებს ჰაერს ნახშირბადის დიოქსიდის, ბენზოლის და ტოლუოლისგან.
საძინებელში

კარგად იზრდება საძინებელში — ალოე ვერა (Aloe vera), რომელსაც შეუძლია ჰაერის გასუფთავება ბენზოლის და ფორმალდეჰიდისგან. ღამის საათებში, ის შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს.

სამზარეულოში
აზალია (Azalea), ყვავილობის დროს, მხოლოდ თვალს კი არ ახარებს, ის ასევე კარგად შთანთქავს ბენზოლს და ფორმალდეჰიდს, რომელსაც დსპ-გან დამზადებული ავეჯი და სარეცხი საშუალებები შეიცავს. ამიტომ, ამ ყვავილის ადგილი სამზარეულოში არის.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ