Загрузка...

სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო



ოთახის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო ძალიან მარტივია: მცენარე კარგად უნდა გამოკვებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ბევრი და ხასხასა ფოთოლი ექნება და არც ლამაზი ყვავილები. «დიეტა», ანუ საჭირო ნივთიერებების უკმარისობის დიდი ხნით განცდა, მცენარეებისთვის დამღუპველია. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი ავადმყოფობით იწყება და იმის გამო, რომ დასუსტებულ მცენარეს მასთან ბრძოლის ძალა არა აქვს, მისი გახმობით მთავრდება. მაგრამ, როგორ უნდა შევურჩიოთ მენიუ მცენარეებს, მათი განსხვავებული გემოვნების გათვალისწინებით?

1. პრაქტიკულად ყველა მცენარეს უყვარს შაქარი (მაგ., კაკტუსები “ტკბილეულის" ყველაზე დიდი მოყვარულები არიან). მორწყვის წინ, შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი (თუ ქოთნის დიამეტრი 10 სმ-ია) მოაბნიოთ მიწის ზედაპირზე ან ტკბილი წყალი დაუსხათ (1 ჩაის კოვზი – 1 ჭიქა წყალზე).
იტვირთება...
loading...
2. მცენარეების ლამაზი ყვავილობისთვის, კარგ ეფექტს იძლევა აბუსალათინის ზეთი (1 ჩ. კ. – 1 ლ. წყალზე), თუ მას ყვავილის კოკრების გამოტანის დროს მისცემთ.
3. ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვის შეშის ნაცარი (მცენარის გამოკვებისა და ასევე ავადმყოფობის პროფილაქტიკისთვის). ნაცრის ხსნარის მოსამზადებლად, 1 სუფრის კოვზ ნაცარს დაასხით 1 ლ. ცხელი წყალი და ასე გააჩერეთ 1 კვირის მანძილზე, ხანდახან მოურიეთ. ასეთი ნაყენით მცენარის მორწყვა – 10 დღეში 1 შეიძლება.
4. მცენარეების მორწყვა ქერქის ნაყენითაც შეიძლება: აიღეთ ბროწეულის ან ნებისმიერი ციტრუსის ქერქი, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით წყალი, ისე რომ ქერქი დაიფაროს. ასე გააჩერეთ 24 სთ-ს მანძილზე. და მორჩა! “მკვებავი" მცენარეებისთვის მზად არის!
5. მცენარეების იმუნიტეტს საუკეთესოდ ამაღლებს ასპირინის ხსნარი (1 აბი – 1 ლ. წყალზე). ხსნარის მომზადების შემდეგ, ჩაასხით ის პულვილიზატორში და მიასხურეთ მცენარეებს.
6. ალოეს წვენის და წყლის ნაზავი, ოთახის ყველა მცენარეს ერთნაირად უხდება. 1, 5 ლ. წყალს შეურიეთ 1 ჩ. კ. ალოეს წვენი და მორწყეთ მცენარეები.
7. ფიკუსის მორწყვა, თვეში ერთხელ, ტკბილი წყლით შეიძლება (1 ლ. წყალზე – 1 ჩ. კ. შაქარი). გარდა ამისა, მცენარე რომ ლამაზი იყოს და მუდამ პრიალებდეს, მისი ფოთლები რძით უნდა გაწმინდოთ.8. სოკოს ნაყენი თქვენს მცენარეებს ჯანმრთელობას განუმტკიცებს და სილამაზეს შემტებს. ნაყენის მოსამზადებლას, ნებისმიერი საჭმელი სოკო დაანაწევრეთ და წყალში დაალბეთ, პროპორციებით 1:1 (1ჭ. – 1 ჭ. წყალზე). 1 დღე-ღამის შემდეგ, წყალი გადაწურეთ და ახალი წყალი დაასხით. 24 საათის შემდეგ, სოკოანი წყალი მორწყვისთვის მზად იქნება.
9. იას ვიტამინებიანი კვება მოსწონს: აიღეთ В12 ვიტამინის 1 ამპულა და გახსენით 1 ლ., წინა დღეს აღებულ, წყალში. ასეთი ნაზავით მცენარის გამოკვება თვეში 2-ჯერ შეიძლება.
10. ხახვის ფურცელი მიკროელემენტების სრულ კომპლექტს შეიცავს, რომელიც ყველა მცენარესთვის ერთნაირად სასარგებლოა. 50 გრ. ფურცელს დაასხით 2 ლ. წყალი და ადუღეთ 10 წთ. ნაყენი გააჩერეთ 3 სთ, გადაწურეთ და მცენარეებს შესხურეთ.
შენიშვნა: იმდენი მოამზადეთ, რომ ერთხელ მოიხმაროთ. ნაყენის შენახვა, მისი შემდგომი გამოყენებისთვის, არ შეიძლება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ