Загрузка...

ნიშადურის სპირტი – სასუქი და დაცვა ოთახის მცენარეებისთვის



ყველასთვის ცნობილია, რომ ნიშადურის სპირტს ფართოდ იყენებენ მედიცინაში, ქიმიურ წარმოებაში და საერთოდ, ბევრ სხვა სფეროში. მისი საშუალებით, აზრზე მოჰყავთ გონებადაკარგული ადამიანები, წმენდენ ფანჯრებს და სხვადასხვა სახის მოწყობილობები... მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ ნიშადურის სპირტით შეიძლება სასუქის მომზადება მცენარეებისთვის. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ეს სასუქი მხოლოდ საკვები კი არა, მათი დაცვის საუკეთესო საშუალებაც არის.
ისევე როგორც ადამიანებს, ნიშადური მცენარეებს «ამხნევებს» და «აზრზე მოჰყავს».image
იტვირთება...
loading...
შენიშვნა: ნიშადურის სპირტი — 10%-იანი ამიაკის ხსნარია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ნიშადურს ეძახიან. ხოლო, ქიმიკოსებისთვის, ის ამონიუმის ჰიდროქსიდია (NH₄OH), რომელშიც აზოტის (N) შემცველობა 82% ტოლია. აზოტს კი, როგორც ცნობილია, ძალიან ადვილად ითვისებენ მცენარეები.
ამ სასუქის მიღების შემდეგ, მცენარე უფრო სწრადად იზრდება და მისი ფოთლებს ფერი ეცვლება – ბევრად უფრო მუქი და ხასხასა ხდება (ყვავილების მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აზოტის დეფიციტის შემთხვევაში, მცენარეს ფოთლები უყვითლდება და უხმება კიდეც). გარდა ამისა, თუ მცენარეს ყვავილობის პერიოდი აქვს, ამიაკიანი ხსნარის მიწოდებიდან, სულ მალე, კოკრები გამოუვა. ყველა შემთხვევაში, მცენარეს ცვლილებას, სასუქის მიწოდებიდან, 3-4 დღის შემდეგ შეატყობთ.
image
სასუქის მომზადების და გამოყენების წესები
image
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რიმ ნიშადურიანი სასუქით მორწვის დროს, საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა. რადგან დიდი რაოდენობით ამიაკის ორთქლმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანზე (და მცენარეზეც), – სასუქის მომზადებისას ღრმად არ ისუნთქოთ, მცენარე დახურულ ოთახში მორწყეთ და მორწყისთანავე, ფანჯარა გააღეთ და ოთახიდან გადით.
სასუქის მოსამზადებლად, 1 ჩ. კ. ნიშადურის სპირტი გახსენით 1 ლ. ოთახის ტემპერატურაზე დაყენებულ, გაფილტრულ ან მდნარ წყალში და მცენარეს ფესვებთან ახლოს ისე დაუსხით, რომ ფოთლებზე არ მიეწუწოს.
ჯანმრთელ მცენარეს სასუქი 2-3 კვირაში ერთხელ უნდა მიაწოდოთ. ხოლო, თუ ფოთლები გაყვითლებული ან დასუსტებული აქვს, კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ. როდესაც მას ფერი დაუბრუნდება და მოძლიერდება, მორწყვის სიხშირე შეამცირეთ.
image
რომელ მცენარეებს უყვართ ნიშადურის სასუქი და რომლისთვის კატეგორიულად არ შეიძლება?
image
თითქმის ყველა მცენარეს უყვარს ეს სასუქი. განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი მცენარეებისთვისროგორიც არის: ნებისმიერი სახის ბოლქვიან მცენარეებიზაფრანაფიკუსიდეკაბრისტიაზალიაგერბერაორქიდეაპეტუნიაგეორგინაკლემატისებინასტურიაპიონიშროშანივარდიგერანი(ბალბა), იაიაჟუჟუნაპრიმულა (იგივე ფურისულა)...
ნიშადურის სპირტი კატეგორიულად არ შეიძლება აროიდების (ლათ. Araceae – ნიუკასებრნი) ოჯახის წარმომადგენლებისთვის (გაერთიანებულია 2 000-ზე მეტი სახეობა). მათ შორის, ყვავილების მოყვარულებისთვის ყველაზე მეტად ცნობილია: დიფენბახიასპატიფილიუმიკალაფულის ხე,ფილოდენდრონიალოკაზიაანთურიუმიკალადიუმიაგლაონემამონსტერაეპიპრემნუმისინგონიუმი.
ნიშადურის სპირტი არის უნივერსალური აზოტის სასუქი და ამის გარდა, ის დეზიმფექციას უკეთებს და აჯანსაღებს ნიადაგს, ებრძვის მცენარის ქინქლები, ხილიხ ბუზს (დროზოფილი), ცხვირგრძელას, ბუგრს და ბოსტანას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ