loading...
როგორ ვუმკურნალოთ ხალხური მედიცინით თვალის უპეებზე წარმოქმნილ შეშუპებას.
სილამაზე 14-Aug, 23:48 1 362
0


არაერთი ქალის პრობლემა თვალის უპეებზე წარმოქმნილი ტომრებია, რომლისგან გათავისუფლებაც სხვადასხვა ნატურალური საშუალებებით შეგიძლიათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ჩაი, რომლიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის თვალის ირგვლივ აღადგენს კანის სტრუქტურას და გაგათავისუფლებთ ამ უსიამოვნო წარმონაქნისგან. ჩაი თქვენს კანს დაიცავს  ულტრაიისფერი სხივებისგან და შეანელებს დაბერების პროცესს.
როგორ გამოვიყენოთ ჩაი თვალის უპეებისთვის:
აიღეთ ჩაის ორი ქისა და დაალბეთ 3-5 წუთი მდუღარე წყალში.
ჩაის ქისები გააცივეთ მაცივარში (ამას დასჭირდება დაახლოებით 15-20 წუთი), ხოლო შემდეგ გამოწურეთ ზედმეტი სითხისგან.
ქისები დაიდეთ თვალის უპეებზე 15-30 წუთი.
რამდენიმე პროცედურის შემდეგ თვალზე არსებული ტომრები სრულიად გაქრება.
ამ ნიღბის მოსამზადებლად გამოიყენება როგორც შავი, ისე მწვანე ჩაი, მაგრამ The Journal of Advanced Pharmaceutical Technology Research -ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მწვანე ჩაი მეტად ეფექტურია, ვიდრე შავი ჩაი. შესაძლოა, ეს განპირობებული იყოს მწვანე ჩაის შემადგენლობაში არსებული მაღალი რაოდენობის ფლავონოიდებით.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...